8 მარტი....
დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს მიეძღვნა საზეიმო კონცერტი, რომელიც 7 მარტს გაიმართა სკოლის სააქტო დარბაზში. სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარემ ალექსანდრე ბახტაძემ ისაუბრა ქალის როლზე საზოგადოებასა და ოჯახში.
საღამოს სილამაზე და სიხალისე შემატა სამეჯლისო და ქართულმა ცეკვებმა, რომელიც მოსწავლეებმა საყვარელ დედებსა და პედაგოგებს მიუძღვნეს.
შემოდიოდა სიკვდილი ცელით.......
20–28 თებერვალს სკოლაში მიმდინარეობდა საბჭოთა ოკუპაციის კვირეული; მოსწავლეებმა ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოიპოვეს ამ ისტორიული მოვლენების შესახებ, რომლებიც გასული საუკუნის 20–იანი წლებიდან დღემდე მიმდინარეობდა ჩვენს ქვეყანაში, XI-XII კლასებმა მონაწილეობა მიიღეს ვიქტორინაში, რომელიც ბათუმის მერიის, უნივერსიტეტის და მოსწავლეთა თვითმმართველობათა ფორუმის მიერ იყო ორგანიზებული. 24–25 თებერვალს სკოლის მოსწავლეებმა ნახეს ლატვიელი რეჟისორის ედეინ შნორის დოკუმენტური ფილმი „საბჭოეთის ისტორია“.
დავითობა

დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით ჩვენი სკოლის ინტელექტუალთა გუნდმა „მონასპამ“ მონაწილეობა მიიღო შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ კონკურსში.
საშობაო მეჯლისი
2011 წლის 23 დეკემბერს სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა საშობაო მეჯლისი. მასში მონაწილეობდნენ VIII-XII კლასის მოსწავლეები. მათ შეასრულეს ქართული და ინგლისური სიმღერები, ცეკვები. აგრეთვე ცეცხლოვანი ლათინოამერიკული “სამბა“ და „ჩა-ჩა-ჩა“. იყო ბევრი, იუმორი მუშაობდა „საახალწლო ფოსტა“. ღონისძიების დასასრულს გამოცხადდა ნომინაციებში გამარჯვებულები.
ევროკლუბი
19 დეკემბერს სასტუმრო „შერატონში“ გაიმართა ბათუმის სკოლების ევროპული კლუბების დასკვნითი ტური. მასში ხუთი ევროკლუბი მონაწილეობდა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნაშრომები თემაზე: საქართველოს და ევროკავშირს შორის დასადები ხელშეკრულების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ.
ღონისძიებას ესწრებოდა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გ. აბულაძე, საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი. ჟიურში იყვნენ თორნიკე შარაშენიძე – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი და გიორგი აბაშიშვილი – ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი.
„ბავშვები და ხელოვნება 2011“
8 დეკემბერს სკოლაში ჩატარდა ნახატების კონკურსი „ბავშვები და ხელოვნები 2011“. I ტურში მონაწილეობა მიიღო 72 მოსწავლემ ორ ასაკობრივ კატეგორიაში: V-VI კლასი, VIII-XII კლასი. მოსწავლეებმა შეასრულეს ნატურიდან ნატურმორტის ხატვა და თავისუფალ თემაზე ხატვა. კონკურსის მიზანი იყო სახვითი ხელოვნების ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების აღმოჩენა და წახალისება. II ტურში გადავიდა 6 მოსწავლე, რომლებიც საქალაქო ტურში მიიღებენ მონაწილეობას. ეს მოსწავლეები არიან: სედა მელქოიანი( VIIIდ–კლ), ანა მეფარიშვილი (VIII-გ კლ), გიორგი მიქაბაძე (VI- ბ კლ), თემურ ჯაიანი (X–ა კლ), ნინო გათენაძე (XI-ბ კლ), ლაშა ბარამიძე (VIდ–კლ).
მახინჯაურის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისადმი მიძღვნილი ღონისძიება
5 დეკემბერს, მოხალისე კლუბის ინიციატივით ჩატარდა მახინჯაურის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ამ ღონიძიებაში მონაწილეობას იღებდა სკოლის მოსწავლეები. კონცერტის მიმდინარეობის დროს შეგროვდა თანხა, რომლითაც ვაპირებთ მიუსაფარი ბავშვებისთვის საჭირო ნივთების შეძენას. ჩვენი კლუბი სამომავლოდაც ჩაებმება მსგავს აქტოვობებში.
გვერდი 75 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







