სამხედრო მანქანა „ლაზიკა“
8 მაისს სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა. ინსტრუქტორებმა მოსწავლეებს გააცნეს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ჯარების სახეობები. აჩვენეს სლაიდები ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა კორპუსის შესახებ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს საქართველოში გამოშვებული სამხედრო ტექნიკა, კერძოდ სამხედრო მანქანა „ლაზიკა“
„ოქროს დელფინი 2012“
3-8 მაისს ბათუმში მიმდინარეობდა ფოლკლორის XI სერთაშორისო ფესტივალი „ოქროს დელფინი 2012“. ფესტივალში მონაწილეობდა 10 ქვეყნის, აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ფოლკლორული ანსამბლები, ერთ-ერთ მათგანს ჩვენმა სკოლამაც უმასპინძლა. ეს იყო თბილისის მერიასთან არსებული ქორეოგრაფიული კოლეჯის, ილიკო სუხიშვილის სახელობის ქორეოგრაფიული ანსამბლი „თეთრონი“. ხაელმძღვანელები: ბადრი ცხოვრებაული და ნანა ივანიძე.
50 თბილისელი ბავშვი განთავსდა ჩვენი სკოლის მოსწავლეთა ოჯახებში. დაუვიწყარი იყო მათთან ერთად გატარებული დღეები.
კინოფესტივალის გამარჯვებულების დაჯილდოვება
5 მაისს სასტუმრო შერატონში გაიმართა ბათუმის მოსწავლეთა კინოფესტივალის გამარჯვებულების დაჯილდოვება. კინოფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ საჯარო და კერძო სკოლების VI-XII კლასის მოსწავლეები, რომლებსაც ევალებოდათ მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება. აღნიშნულ კინოფესტივალში მონაწილეობდა მე-8 საჯარო სკოლის ჯგუფიც. XII–გ კლასის მოსწავლის, ოთარ მღებრიშვილის გადაღებული ფილმი, "იბრძოლე მიზნისთვის" მეორე ადგილზე გავიდა და პრიზის სახით შემოქმედებითმა ჯგუფმა 400 ლარი მიიღო. ასევე ამ ფილმმა გაიმარჯვა ნომინაციაში "საუკეთესო რეჟისურა".
სამოდელო გაკვეთილი ინგლისურ ენაში
1 მაისს IX-ბ კლასში მასწავლებელმა თინათინ კვაჭაძემ ჩაატარა სამოდელო გაკვეთილი ინგლისურ ენაში თემაზე – „საქართველოს ეკლესიები“.
გაკვეთილი დაყოფილი იყო ეტაპებად: 1) განვლილი მასალის შეჯამება; 2) ახალი თემის გაცნობა; 3) ტექსტის კითხვა და პირველადი დამუშავება; 4) საშიანო დავალების მიცემა; 5) მოსწავლეთა შეფასება.
მასწავლებელმა მიაღწია წინასწარ დასახულ მიზნებს: 1) ახალი ლექსიკური ერთეულების გაცნობა და შესწავლა; 2) ინფორმაციის გაცნობა; 3) ტექსტის კითხვისა და გაგების უნარ–ჩვევების გამომუშავება.
“გზა თანამედროვე წიგნამდე”.
28–29 აპრილს I –II კლასების მოსწავლეებმა დაათვალიერეს აჭარის ხელოვნების მუზეუმში მოწყობილი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ძველი ქართული ხელნაწერები, ვეფხისტყაოსნისა და ოთხთავის სხვადასხვა დროის გამოცემები. მოსწავლეებს ჩაუტარდათ ლექცია თემაზე:“გზა თანამედროვე წიგნამდე”. ისაუბრეს საწერ მასალასა და რესურსებზე. ბოლოს ჩატარებულმა ტესტირებამ გამოავლინა მოსწავლეთა დაინტერესება აღნიშნულ საკითხისადმი.
დედამიწის დღე
დედამიწის დღესთან დაკავშირებით სკოლაში გამოცხადდა ესეების,ნახატების ბანერების კონკურსი. სკოლის გაზონებში დაირგო ნარგავები. 23 აპრილს სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა კონფერენცია თემაზე „დედამიწა ჩვენი სახლი“. ღონისძიებას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალო“–ს წარმომადგენელი ი.გუჩმანიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი თაობა“ _ წარმომადგენელი ც. ქათამიძე. კონფერენცია გახსნა მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ ა.ბახტაძემ.
,,ბათუმი – მუზეუმების ქალაქი“
ქ. ბათუმის მერიის ,,თვითმმართველობის ფორუმის“ ინიციატივით განხორციელდა პროექტი ,,ბათუმი – მუზეუმების ქალაქი“. თვითმმართველობების თავმჯდომარეებს დავალებული ჰქონდათ მუზეუმების პოპულარიზაცია და მათი ისტორიული მნიშვნელობის გაცნობა. მე-8 და მე-9 საჯარო სკოლების თვითმმართველობების თავმჯდომარეებმა ალექსანდრე ბახტაძემ და გოჩა ჩოგაძემ პროექტი მოამზადეს აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმზე. ისაუბრეს მის ისტორიულ–გეოგრაფიულ მნიშვნელობაზე. მონაწილეებს დაურიგდათ ,,ფლაერები“, რომელიც მათ გიდობას გაუწევთ მუზეუმის მონახულებისას.
გვერდი 74 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







