საახალწლო კონცერტი
2012 წლის 21 დეკემბერს სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა საახალწლო კონცერტი. მოსწავლეებმა წაიკითხეს პოეტების ლ.ვასაძის, ზ.სალუქვაძის, თ. შენგელიას ლექსები. კონცერტი მიჰყავდა IX-ა კლასის მოსწავლეს - მარიტა გორგილაძეს. კონცერტში მონაწილეობდნენ: თ.ბაკურიძე, თ.ვერძაძე, ვ.სირაძე, ე.ჯულაყიძე, მ.მღებრიშვილი, მ.ქუთელია, კ.გორგილაძე და სხვა.
ფრინველთა და ცხოველთა სამყარო
2012 წლის დეკემბერში მე-3გ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი თემაძე: „ფრინველთა და ცხოველთა სამყარო“.
ისინი გაეცნენ გარეული ფრინველებისა და ცხოველების სახეობებს. ინტერნეტის საშუალებით მოიპოვეს ინფორმაციები, ფოტო მასალები ცხოველთა და ფრინველთა საარსებო გარემოს შესახებ და წარმოადგინეს პროექტის სახით.
მოსწავლეები დაყოფილნი იყვნენ ოთხ ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს უნდა მოეძიათ ინფორმაციები: ცხოველთა და ფრინველთა საარსებო გარემოზე; ცხოველთა სამყაროზე; ფრინველთა თავშესაფარზე და ფრინველთა და ცხოველთა მსგავსება განსხვავებაზე.
საარსებო გარემო
2012 წლის 12 დეკემბერს მე-3ბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინესპროექტი თემაზე „საარსებო გარემო“.
მათ ინტერნეტის საშუალებით მოიძიეს ინფორმაციები ცოცხალი ორგანიზმების ბუნებრივ საარსებო გარემოსთან შეგუების შესახებ.
მოსწავლეებიგაეცნენ სხვადასხვა ორგანიზმის განსხვავებულ საარსებო გარემოს. დააჯგუფეს და დაახარისხეს ინფორმაციები , მოიძიეს ფოტოები, შექმნეს პოსტერები და მოახდინეს პრეზენტაცია.
ჯანმრთელობა სისუფთავით იწყება
2012 წლის 7 დეკემბერს „ERA PALACE” - ის საკონფერენციო დარბაზში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ ჩატარდა პროექტი „ჰიგიენის წესების დაცვა“, რომელშიც ჩვენი სკოლის V-ბ კლასის მოსწავლეები ანა და მარიამ ქონიაძეები მონაწილეობდნენ. მათ წარმოადგინეს თემა „ბაქტერიები და ხელების დაბანის ისტორია“, რომელმაც ყველას მოწონება დაიმსახურა. პრეზენტაციაში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები. ისინი მიწვეულნი იყვნენ ლანჩზე, რომელიც ღონისძიების ბოლოს გაიმართა.
მხიარული სტარტები
2012 წლის 7-12 დეკემბერს სკოლაში მიმდინარეობდა მეხუთე კლასელთა შეჯიბრება „მხიარულ სტარტებში“. მოსწავლეები ეჯიბრებოდნენ: ა)ესთაფეტა ბ) რგოლებში გაძვრომა გ) კუბიკების დაშლა-აწყობა დ) ზიგზაგით გარბენა ე) პენალტები ვ) სიტყვის სწრაფი აწყობა.
შემოდგომის სეზონში გაიმარჯვა V-ბ კლასმა. დანარჩენი ადგილები გადანაწილდა შემდეგნაირად:
II ადგილი - Vა კლასი
III ადგილი - Vდ კლასი
IV ადგილი - Vგ კლასი
შიდსი - საუკუნის სენი.
შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლაში გამოცხადდა პოსტერების, პლაკატების, ვიდეორგოლების კონკურსი. მოწონებული იქნა IXგ კლასის მოსწავლის ხ. მეფარიშვილის პლაკატი და IXბ კლასელის ვიდეორგოლი.XIდ კლასის მოსწავლემ მ. თავართქილაძემ მონაწილეობა მიიღი ,,პრესკაფე”-ში გამართულ ფილმის განხილვაში

პროექტი „ხელი ხელს ერთმანეთისთვის“.
2012 წლის 11 ნოემბერს ბათუმის დრამატული თეტრის ფოიეში საერთაშორისო გაზეთ “Caucasus Times” ორგანიზებით განხორციელდა პროექტი „ხელი ხელს ერთმანეთისთვის“. იგი მიეძღვნა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ განსაკუთრებულ საჭიროების მქონე ბავშვთა საზოგადოებაში სოციალურ ადაპტაციას. ღონისძიებაში ქალაქის სკოლებთან ერთად ჩვენი სკოლაც მონაწილეობდა. გამოფენა-გაყიდვაში საზოგადოების დიდი ყურადღება დაიმსახურა XI-დ კლასის მოსწავლის თამთა ზოიძის მიერ წარმოდგენილმა „კვილინგმა“.
გვერდი 72 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







