14 აპრილი-ქართული ენის დღე
ბათუმის N8 საჯარო სკოლის დაწყებითის კათედრამ ქართული ენის დღისადმი შეადგინა კვირეულის გეგმა, რომლის მიხედვით დაწყებითი კლასის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ჩაატარეს საინტერესო საზეიმო ღონისძიებები, კონკურსები.
მოსწავლეებმა შემაჯანებელი კვირეულის ერთ-ერთი დღე აღნიშნეს ბათუმის ილია ჭავჭავაძის მუზეუმში. საზეიმო ღონისძიების თემა იყო „ენა ქართული-საამაო და საგალობელი“.
ნორჩმა დეკლამატორებმა მხატვრულად წაიკითხეს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ლექსები, შეასრულეს სიმღერები.
კვირეულის ერთ-ეღტი თემა იყო „ქართული ენა 33 მზის სხივი“.
9 აპრილი
IX-დ კლასის მოსწავლეებს 2013 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი გაკვეთილები ჰქონდათ. მოსწავლეებმა 24 წლის წინ საქართველოში დატრიალებული ტრაგედია თვალნათვლივ წარმოადგინეს. ისტორიული ფაქტების მიმოხილვა შეცვალა იმდროინდელ პრესაში გამოქვეყნებულმა სევდითა და უდიდესი ტკივილით გაჟღენთილმა წერილებმა. მოსწავლეებმა წაიკითხეს იმ დროს, გლოვის დღეებში დაწერილი ლექსები. ბოლოს აჩვენეს ვიდეო-მასალა, რომელიც 9 აპრილის ავბედით მოვლენებს ასახავდა, პარალელურად კი ჯ. სეფიაშვილის სიმღერის „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ სულში ჩამწვდომი ჰანგები ისმოდა. პროექტში მონაწილეობდნენ: ნ. გრიგოლია, ს. ქამადაძე, თ. გვიანიძე, ვ. სირაძე, ნ.ჭაღალიძე, ვ. ვაშაყმაძე, ს. კეღოშვილი, ს.ბათნიძე, თ. ვერძაძე, თ. გიორგაძე, ა. ჯულაყიძე, ე. ჯულაყიძე.
ქალთა საერთაშორისო დღე
2013 წლის 7 მარტს სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელსაც ესწრებოდნენ მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები. კონცერტში მონაწილეობდა სკოლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ხიხანი“ და ინდივიდუალური შემსრულებლები: ს. საფარიძე, ნ. ლომთათიძე, ა. გიორგაძე, გ. ცინცაძე, დ. დუმბაძე, მ. მღებრიშვილი. IX კლასელებმა მ. ლომაძემ და მ. გიორგაძემ წარმოადგინეს სლაიდშოუ „გამოჩენილი ქალები“.
„რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ“
2013 წლის 26-27 თებერვალს სკოლაში ექვთიმე თაყაიშვილის 150 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა პროექტeბის კონკურსი თემაზე: „რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ“. კონკურსში მონაწილეობდნენ XI-დ კლასის მოსწავლე მარიამ კუკავა, IX-ა კლასის მოსწავლე სალომე ანანიძე და IX-ბ კლასიდან ჯგუფი სალომე დეკანაძის, ქეთევან მოფინაძის, ანა ფოთელიძის, ნათია ფუტკარაძის შემადგენლობით. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიპოვეს მასალები ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ და წარმოადგინეს მოხსენებები გამდიდრებული ფოტოებით, ვიდეო და აუდიო მასალებით.
გავუფრთხილდეთ გარემოს
გარემოს დაცვა, ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვა ბუნებაზე, მისი რესურსების გონივრული გამოყენება, ადამიანის წინაშე დასმული საკითხებია. სწორედ გარემოს დაცვას მიეძღვნა პროექტი „გავუფრთხილდეთ გარემოს“. V-VI კლასელებმა (მასწ. ინგა დოლიძე) წარმოადგინეს ბანერები აღნიშნულ თემაზე, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია.
ჩვენ გვაქვს უფლებები!
2013 წლის 14 თებერვალს სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა დასკვნითი ღონისძიება, მოსწავლეებმა შეაჯამეს და შეაფასეს მცირე გრანტების პროექტით განხორციელებული ღონისძიებები. პროექტის ავტორმა X-დ კლასის მოსწავლემ, ანა ცინცაძემ წარმოადგინა N4. N8 და N10 საჯარო სკოლებში მოსწავლეთა გამოკითხვის ანალიზი, აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 70% თვლის, რომ დღესაც ირღვევა ბავშვთა უფლებები; 40% კი თვითონაც ყოფილა ძალადობის მსხვერპლი. ბავშვთა უფლებებზე ისაუბრეს და ესეები წაიკითხეს X-დ კლასის მოსწავლეებმა ია თურმანიძემ, თინათინ ხაბაზმა, ხათუნა პატარიძემ, IX-ა კლასის მოსწავლეებმა მარიტა გორგილაძემ, გვანცა ლომაძემ, X-ა კლასელმა ანა ხარაიშვილმა. სამოქალაქო კლუბის პრეზიდენტმა სალომე დეკანაძემ წარმოადგინა ფილმი „ჩვენ გვაქვს უფლებები“. სიტყვით გამოვიდა სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თამჯდომარე ნიკა გრიგოლია. ღონისძიება დადებითად შეაფასა სკოლის დირექტორმა გივი ხალვაშმა.
დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
2013 წლის 8 თებერვალს სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ეს იყო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის ერთობლივი პროექტი. ნიკა გრიგოლიამ, სალომე დეკანაძემ და ანა ფოთელიძემ წაიკითხეს ნაწყვეტები დავით აღმაშენებლის ბიოგრაფიიდან, გ.ორბელიანის პოემიდან „სადღეგრძელო“, დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“. აჩვენეს მოსახლეობასთან ჩაწერილი ინტერვიუები. მოსწავლეებს შესთავაზეს მინი ვიქტორინა, რომელშიც გაიმარჯვა მურთაზ მჭედლიძემ, სიგელით დაჯილდოვდა VI-დ კლასი ბანერების წარმოდგენისათვის(მასწ. ეთერ ლომთაძე).
გვერდი 71 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







