ამინდის პროგნოზი

ბმულები

19 დეკემბერს სასტუმრო „შერატონში“ გაიმართა ბათუმის სკოლების ევროპული კლუბების დასკვნითი ტური. მასში ხუთი ევროკლუბი მონაწილეობდა. მოსწავლეებმა  წარმოადგინეს ნაშრომები თემაზე: საქართველოს და ევროკავშირს შორის დასადები ხელშეკრულების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ.

ღონისძიებას ესწრებოდა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გ. აბულაძე, საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი. ჟიურში იყვნენ თორნიკე შარაშენიძე – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი და გიორგი აბაშიშვილი – ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი.

აღნიშნული პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ინფორმაციის გავრცელებას ევროპის, საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობისა და საქართველოში ევროინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ.

 

ჩვენი სკოლის ევროკლუბმა „მონბლანმა“ წარმატებით განვლო სამივე ტური და საპატიო მესამე ადგილი დაიკავა. მოსწავლეებს გადაეცათ სამსხსოვრო საჩუქრები.

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.