ზურა სალუქვაძის პოეზიის საღამო
9 ნოემბერს ქ. ბათუმის #8 საჯარო სკოლაში, სკოლის ბიბლიოთეკის, (ბიბლიოთეკარი მარიამ ჭანტურია) წიგნის მოყვარულთა კლუბ ,,საუნჯის“ (თავმჯდომარე ლექსო ბახტაძე, მეურვე ნანული რომანაძე) თაოსნობით, ასევე ჩვენი სკოლის ყოფილი მოსწავლის, თეონა სიხარულიძის მხარდაჭერით მოეწყო შეხვედრა პოეტ ზურა სალუქვაძესთან.
ცოდნის დღე
2012 წლის 17 სექტემბერი ზეიმით დაიწყო ქალაქ ბათუმის #8 საჯარო სკოლაში. ზეიმის საფუძველი მართლაც რომ იყო, სკოლაში ამოქმედდა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლასი „წარმატებული მომავლისათვის“.
სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს სკოლის დირექტორმა, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, რესურსცენტის უფროსმა, მასმედიის წარმომადგენლებმა.
ინგლისური ენა სამოქალაქო განათლების გამოყენებით
ჩვენი სკოლის ინგლისურის მასწავლებლები თინათინ კვაჭაძე, ლალი ქორიძე, ნანა მალაყმაძე ჩაერთვნენ საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციისა და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის პროექტში „ინგლისური ენა სამოქალაქო განათლების გამოყენებით“. პროექტს აფინანსებს აშშ-ს საელჩო. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებზე ორიენტირებულ ინსტრუქციის სწავლების კომპეტენტური მეთოდებისა და ინგლისური ენის გაკვეთილზე სამოქალაქო განათლების ელემენტების შემოტანას.
ტურიზმის კვირეული
2012 წლის 28 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით აჭარაში მიმდინარეობდა ტურიზმის კვირეული, რომელშიც ჩვენი სკოლაც მონაწილეობდა. 28 მაისს გავედით პლაჟის დასუფთავების აქციაზე ბათუმის ბულვარში.
ბოლო ზარი
18 მაისს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოსაშვები კლასის მოსწავლეები სკოლის დასრულებას აღნიშნავდნენ. ტრადიციულად მე-12 კლასელები სკოლაში ნახატებიანი პერანგებითა და წინსაფრებით გამოცხადნენ, რომლებზეც ისინი ერთმანეთს სამახსოვრო წარწერებს უკეთებდნენ. გაკვეთილების შემდეგ XIIბ კლასის მოსწავლეებმა სააქტო დარბაზში გამართეს კონცერტი, ბოლოს მოსწავლეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა გივი ხალვაშმა.
თამარი და საქართველო
14 მაისს თამარ მეფის ხსენების დღესთან დაკავშირებით სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა კონფერენცია თემაზე „თამარი და საქართველო“. ეს იყო ბათუმის #14 საჯარო და ჩვენი სკოლის ერთობლივი ღონისძიება. კონფერენციის საპატიო სტუმარი იყო პროფესორი კახა სურგულაძე, რომელმაც სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს და შეახსენა თამარის ეპოქის სიდიადე, რომ „იყო დრო და ქართველობით თავი მოგვიწონებია“.
სათნოების სახლში
8 მაისს VIII-ა კლასის მოსწავლეები „მოხალისეთა კლუბის“ წევრებთან ერთად ეწვივნენ ბათუმის სათნოების სახლს. მათ მიულოცეს გამარჯვების დღე სათნოების სახლის მობინადრეებს და გაუმართეს პატარა კონცერტი. ბოლოს გადასცეს შეგროვილი თანხა, რომელიც მოსწავლეებმა მათი ნამუშევრების გაყიდვის შედეგად შეაგროვეს. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი ნელი აფხაზავა.
გვერდი 73 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







