ინტელექტუალთა შეჯიბრი
6 დეკემბერს სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა ინტელექტუალთა შეჯიბრი. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ორგანიზაცია „კავკასიონი“. შეჯიბრში სულ 11 გუნდი მონაწილეობდა. ფინალში ოთხი გუნდი გადავიდა IX–დ, XI–დ, IX–ბ და XI–გ კლასები. გაიმარჯვა XI–გ კლასის გუნდმა „ელიტა“. გუნდის წევრები: ლაშა წულუკიძე, თათია თედორაძე, სალომე გოგოლიშვილი, მაგდა გიორგაძე, არჩილ ღოღობერიძე და ეკა ნაკაშიძე. ბოლოს გაიმართა პერსონალური კონკურსი, სადაც გაიმარჯვა ლაშა წულუკიძემ, მეორე ადგილზე გავიდა მაგდა გიორგაძე.
„გრიგოლ ხანძთელის მიერ აშენებული ეკლესია მონასტრები“
2 დეკემბერს X-ა კლასმა (დამრიგებელი: ნ. ნაკაიძე) ჩაატარა პროექტის - „გრიგოლ ხანძთელის მიერ აშენებული ეკლესია მონასტრები“ - პრეზენტაცია. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ბანერები: ხახული, ბანა, შატბერტი, ოპიზა, წყაროსთავი, ხანძთა, დოლიყანა, ოშკი, იშხანი, ტბეთი . ბანერზე მოცემული იყუო შესაბამისი ტაძრის სურათები და მოძიებული მასალები.
შიდსი - საუკუნის სენი
1 დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლაში ჩატარდა კონფერენცია; ამ დღეს გამოვლინდა გამოცხადებულ კონკურსებში გამარჯვებულები:
1. პლაკატების კონკურსი - გაიმარჯვა VIII-გ კლასის მოსწავლის, ანა მეფარიშვილის ნამუშევარმა.
2. ბანერების კონკურსში გაიმარჯვა XI-დ კლასის მოსწავლეების ნიკა გროგოლიასა და სედატ კარახასანოვას ბანერმა.
3. ნახატების კუნკურსის გამარჯვებულია VI-ა კლასის მოსწავლის, სალომე ხალვაშის ნახატი.
4. ესეების კონკურსის გამარჯვებულია XII-ბ კლასის ნატო ცინცაძის ესსე.
5. ვიდეორგოლების კონკურსის გამარჯვებულია XII-ბ კლასის მოსწავლის ოთარ მღებრიშვილის ვიდეორგოლი.
„ენერგიის განახლებადი წყაროები“
30 ნოემბერს სკოლაში ჩატარდა ლექცია თემაზე „ენერგიის განახლებადი წყაროები“. პროექტის მენეჯერმა ლია ღარიბაშვილმა ისაუბრა ენერგიის განახლებულ წყაროებზე და საქართველოში მათი განვითარების პერსპექტივაზე.
მოსწავლეებმა ყურადღებით მოისმინეს და ნახეს ბუნებაში მუდმივად არსებული ან პერიოდულად შევსებადი ენერგიის ნაკადებზე დაფუძნებული ენერგიის წყაროები.
მოსწავლეებმა მიიღეს შემოთავაზება ჩაერთონ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთა შორის საუკეთესო ნახატის და საპროექტო იდეის კონკურსებში, რომელიც გაიმართება თებერვალში.
„წიგნი და კომპიუტერი“
24 ნოემბერს წიგნის მოყვარულთა ორგანიზებით ჩატარდა საჯარო დისკუსია თემაზე „წიგნი და კომპიუტერი“. კლუბს წელს პირველად ჰყავდა სტუმარი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მასალკინი. დებატებში მონაწილეობა მიიღეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და პედაგოგებმა.
ევროკლუბის გამარჯვება
მიმდინარეობს ბათუმის სკოლების ევროკლუბების შეჯიბრება პროექტში „ევროკავშირი და საქართველო“, რომელიც სამ ეტაპად ტარდება. I ეტაპზე 15 სკოლის გუნდი მონაწილეობდა. გუნდებს უნდა წარმოედგინათ 5 წუთიანი პრეზენტაცია ევროკავშირ–საქართველოს ურთიერთობებზე, რომელსაც ბრწყინვალედ გაართვეს თავი ჩვენი სკოლის კლუბის წევრებმა და გადავიდნენ II ეტაპზე. მეორე ეტაპზე სულ რვა სკოლის გუნდი მონაწილეობდა. ჩვენი სკოლის მეტოქე იყო მე–10 საჯარო სკოლის გუნდი, რომელსაც იოლად ვსძლიეთ. ეხლა ვემზადებით ფინალური შეხვედრისათვის.
პროექტი „სხვადასხვა ხედვა“
VII-VIII კლასელები მონაწილეობდნენ პროექტში „სხვადასხვა ხედვა“. მასწავლებელი მარიამ დოლიძე. მათ შეაგროვეს მასალები სხვადსხვა მიმდინარეობაზე ხელოვნებაში. მოპოვებული მასალა განათავსეს ბანერებზე, მეტად საინტერესეო იყო ქეთი არველაძის, ანა მსხალაძის, ქეთი მჟავანაძის, სალომე ბათნიძის მიერ წარმოდგენილი ბანერები.
გვერდი 76 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







