“ჩემო ლექსებო, გქონდეთ ლაღი, მსუბუქი ფრთები”
გენიალური პოეტის გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 120 წლისთავს მიეძღვნა ლიტერატურული საღამო, რომელიც VI–ბ კლასმა, (დამრიგებელი ლ. კვიტაიშვილი) ჩაატარა. მოსწავლეებმა წაიკითხეს პოეტის უკვდავი ლექსები, ნახეს სლაიდ–შოუ პოეტის ბიოგრაფიაზე, მოისმინეს გოგი ხარაბაძის მიერ წაკითხული გალაკტიონის ნაწარმოებები.
თანასწორგანმანათლებლები
16 ნოემბერს ჩვენი სკოლის თანასწორგანმანათლებლებმა ალექსანდრე ბახტაძემ, ნინო ქათამაძემ და ჯიმშერ გორგილაძემ ჩაატარეს ლექცია თემაზე „ცხოვრების ჯანსაღი წესი“, მათ ისაუბრეს ნარკომანიაზე, ალკოჰოლზე, შიდსზე, წარმოადგინეს სლაიდები ამ დავალებებზე. ჩაატარეს გამოკითხვა, თამაშები.
საქველმოქმედო აქცია
პრეზიდენტის საჩუქარი
5 ნოემბერს ჩვენი სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს: მარიამ კუკავას, თეონა ჭაღალიძეს და თამთა კახიძეს გადაეცათ ლეპტოპები. წარჩინებულ მოსწავლეებს წარმატებები მიულოცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნ. სურგულაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გ. აბულაძემ.
„ჩემი ცხოვრების წესი ჯანსაღია“
21 ოქტომბერს სკოლაში ჩატარდა ლექცია „ჩემი ცხოვრების წესი ჯანსაღია“. ახალგაზრდა ლექტორებმა გ.აბაშიძემ და მ.კოჭლამაზაშვილმა ისაუბრეს ნარკომანიაზე, აივ ინფექციებზე, ალკოჰოლსა და თამბაქოს მავნე ზეგავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე. აჩვენეს სლაიდები ამ თემასთან დაკავშირებით. მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ ლექციის დროს შეთავაზებულ გამოკითხვებში, დისკუსიაში. მათ გადაეცათ ბროშურები.
ახალი სასწავლო წელი...
2011 წლის 15 სექტემბერს საზეიმო მიტინგით დაიწყო ახალი სასწავლო წელი ჩვენს სკოლაში. თეთრ პერანგებში გამოწყობილი გოგო-ბიჭები, ცოდნის მიღების წყურვილით ანთებული თვალებით გროვდებოდნენ სკოლის ეზოში. ჟრიამულით აივსო სკოლის დერეფნები, საკლასო ოთახები.
საზეიმო მიტინგი გახსნა სკოლის ადმინისტრატორმა ნ. მოისრაფიშვილმა. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ჰანგებით აღიმართა საქართველოს სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო დროშები. დროშების აღმართვის უფლება მიეცათ XIე კლასის წარჩინებულ მოსწავლეებს ს. ჩინბასა და ნ. ქათამაძეს.
,,ხალხური სიტყვის ზეიმი“
13 ივნისს სკოლის სააქტო დარბაზში IV-ე კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება თემაზე:,, ხალხური სიტყვის ზეიმი“.
ზეიმს ესწრებოდნენ ამავე სკოლის კურსდამთავრებულები ახალგაზრდა პოეტი გიორგი გაბაიძე და მღვდელი ანდრია ლაითაძე. ასევე სკოლის დირექცია, პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები.
გვერდი 77 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







