ამინდის პროგნოზი

ბმულები

დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს მიეძღვნა საზეიმო კონცერტი, რომელიც 7 მარტს გაიმართა სკოლის სააქტო დარბაზში. სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარემ  ალექსანდრე ბახტაძემ ისაუბრა ქალის როლზე საზოგადოებასა და ოჯახში.

საღამოს სილამაზე და სიხალისე შემატა სამეჯლისო და ქართულმა ცეკვებმა, რომელიც მოსწავლეებმა საყვარელ დედებსა და პედაგოგებს მიუძღვნეს.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.