ამინდის პროგნოზი

ბმულები

8 დეკემბერს სკოლაში ჩატარდა ნახატების კონკურსი „ბავშვები და ხელოვნები 2011“. I ტურში მონაწილეობა მიიღო 72 მოსწავლემ ორ ასაკობრივ კატეგორიაში: V-VI კლასი,  VIII-XII კლასი. მოსწავლეებმა შეასრულეს ნატურიდან ნატურმორტის ხატვა და თავისუფალ თემაზე ხატვა. კონკურსის მიზანი იყო სახვითი ხელოვნების ნიჭით  დაჯილდოებული მოსწავლეების აღმოჩენა და წახალისება. II ტურში გადავიდა 6 მოსწავლე, რომლებიც საქალაქო ტურში მიიღებენ მონაწილეობას.  ეს მოსწავლეები არიან: სედა მელქოიანი( VIIIდ–კლ), ანა მეფარიშვილი (VIII-გ კლ), გიორგი მიქაბაძე (VI- ბ კლ),  თემურ ჯაიანი (X–ა კლ),  ნინო გათენაძე (XI-ბ კლ), ლაშა ბარამიძე (VIდ–კლ).

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.