ამინდის პროგნოზი

ბმულები

დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით ჩვენი სკოლის ინტელექტუალთა გუნდმა  „მონასპამ“ მონაწილეობა მიიღო შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ კონკურსში.

 

X-ა კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის და ისტორიის მასწავლებლებმა, ნ. ნაკაიძემ და ლ. ტაბიძემ ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი. მოსწავლეებმა ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა გამოავლინეს დავითის ეპოქისა, მის მიერ ჩატარებული რეფორმებისა  და მისი პოეზიისა.

დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას მიეძღვნა14 თებერვალს ისტორიის მასწავლებელ ბ. გვინცაძის მიერ ჩატარებული გაკვეთილი X-დ  და XI-დ კლასებში .

 

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.