ერთი დღე საოცრებათა ქვეყანაში...
16 ივნისს აქტიური მუშაობისათვის ცთგ–ს წევრები წაგვაგახალისეს. დირექციამ მოგვიწყო უფასო ექსკურსია მარშრუტით: ბათუმი – გელათი, მოწამეთა, სათაფლიის მღვიმე;
სემინარი ავტორიზაციის შესახებ
10 ივნისს სკოლაში ჩატარდა აჭარა-გურიის რეგიონის დირექტორთა სემინარი სკოლების ავტორიზაციის თემაზე. სემინარი ჩაატარა განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა მარინა ჟვანიამ.
,,კიდევაც დაიზრდებიან . . .’’

3 ივნისს ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა IV-გ კლასის (დამრიგებელი ინეზა თვალოძე) ზეიმი თემაზე: ,,კიდევაც დაიზრდებიან. . .’’
,,ეკოლოგია’’
4 ივნისს ჩვენს სკოლაში „ბათუმის საჯარო სკოლების თვითმართველობის კლუბის“ მიერ ჩატარდა სემინარი თემაზე „ეკოლოგია“. სემინარი ჩატარდა „გარემოს დაცვის“ კვირეულის ფარგლებში. სემინარის ორგანიზატორი იყო X–ე კლასის მოსწავლე ალექსანდრე ბახტაძე. მოწვეულები იყვნენ ქალაქის სკოლების მოსწავლეები.
სემინარის დასასრულს გაიმართა ვიქტორინა. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და წიგნებით.
გამოფენა
1 ივნისს, ბავშთა დაცვის დღესთან დაკავშირებით სკოლაში მოეწყო IX-ე კლასის მოსწავლის სალომე ზოიძის პერსონალური გამოფენა. სალომემ წარმოადგინა კვილინგი, რომელმაც მნახველთა დიდი ინტერესი გამოიწვია. თითქმის ერთი წელია იგი ამ საქმითაა დაკავებული, პედაგოგ ნელი აფხაზავასთან ერთად იგი უფრო დიდ გამოფენაზეც ფიქრობს, მომავალ სასწავლო წელს სურს ცოდნა მეგობრებსაც გაუზიაროს და კლუბი ჩამოაყალიბოს – წარმატება ვუსურვოთ მას!
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ჩვენმა კლუბმა (ცთგ) გადაწყვიტა ამ დღეს მოეწყო „დიდი გასეირნება“ ქალაქში. ძალიან გვიყვარს ახალი შენობების, სკვერების და გალამაზებული უბნების დათვალიერება. საღამოს დავესწარით იუსტიციის სახლის გახსნას, მართლაც შესანიშნავი ნაგებობაა. მოვუსმინეთ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას და სიმფონიური ორკესტრის კონცერტს.
ბოლო ზარი
გვერდი 78 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







