სახელი, გვარი: ქეთევან გვარჯალაძე-გორგოშაძე
დაბადების თარიღი/ადგილი: 01.01.1973
ოჯახური სტატუსი: დაოჯახებული
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: ბათუმი - რუსთაველის ქ. N61
ტელეფონი: 598470703
ელ. ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
დირექტორის მოადგილე: ნინო გოგოლიშვილი
დაიბადა ქ. ბათუმში 1958 წლის 24.03–ს.
1965 წელს სწავლა დაიწყო ქ. ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის №2 საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1975 წელს.
1977 წელს შევიდა შ. რუსთაველის სახელობის ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის დაწყებითი განათლების მეთოდიკისა და პედაგოგიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1982 წელს.
დირექტორის მოადგილი: მზია თევზაძე
დაიბადა ქ. ბათუმში 1965წ. 22 ოქტომბერს.
1982 წ. დაამთავრა ქ. ბათუმის № საშუალო სკოლა.
1984 – 89 წწ. შოთა რუსთაველის სახელობის ქ. ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, სწავლის შემდეგ მიენიჭა ქართული ენის, ლიტერატურის და ისტორიის მასწავლებლის კვალიფიკაცია.ბუღალტერი: ელეონორა ნოდარის ასული ყაჭეიშვილი
დაიბადა 1952 წლის 16 ოქტომბერს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში.1969 წელს დაამთავრა სუფსის საშუალო სკოლა, იმავე წელს სწავლა გააგრძელა ქ. ბათუმის საბუღალტრო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1970 წელს. 1977 წლის 16 ნოემბერს მუშაობა დაიწყო ქ. ბათუმის განათლების განყოფილების ცენტრალიზებულ ბუღალტერიაში ბუღალტრად.
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.