ამინდის პროგნოზი

ბმულები

20–28 თებერვალს სკოლაში მიმდინარეობდა საბჭოთა ოკუპაციის კვირეული; მოსწავლეებმა ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოიპოვეს  ამ ისტორიული მოვლენების შესახებ, რომლებიც გასული საუკუნის  20–იანი წლებიდან დღემდე მიმდინარეობდა ჩვენს ქვეყანაში, XI-XII კლასებმა მონაწილეობა მიიღეს ვიქტორინაში, რომელიც ბათუმის მერიის, უნივერსიტეტის და მოსწავლეთა თვითმმართველობათა ფორუმის მიერ იყო ორგანიზებული. 24–25 თებერვალს სკოლის მოსწავლეებმა ნახეს ლატვიელი რეჟისორის ედეინ შნორის დოკუმენტური ფილმი „საბჭოეთის ისტორია“.

ჩატარდა ესეების კონკურსი თემაზე „თებერვალმა დამიზამთრა სამუდამოდ მაისი“. გაიმარჯვა ა. ბახტაძის ნამუშევარმა.


სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.