ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში
2013 წლის ნოემბერში, IV-დ კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმს. ბავშვები აღტაცებითა და სიხარულით ათვალიერებდნენ სურათებს რომელშიც ასახული იყო ნოდარ დუმბაძის ცხოვრების წლები.
ბავშვები შეხვდნენ „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“-ის ერთ-ერთი პერსონაჟის ილარიონის შვილიშვილს, რომელმაც ისაუბრა დიდი მწერლის ნაწარმოებებზე და მის ცხოვრებაზე.
გამოფენა
26 ნოემბერს, სკოლის ბიბლიოთეკაში გაიმართა კლუბ „ART-TIME”-ის წევრთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

მასწავლებლთა საერთაშორისო დღე
საზეიმო განწყობა იყო დილიდან ჩვენს სკოლაში. მასწავლებლებს ვულოცავდით პროფესიულ დღესასწაულს. საინფორმაციო სტენდზე გამოვფინეთ ესეების და ღია ბარათების კონკურში გამარჯვებულ ნაშრომები. მასწავლებლები სიამოვნებით კითხულობდნენ ჩვენს ნააზრევს და სურვილებს.
დავასუფთაოთ მსოფლიო
20-22 სექტემბერს ჩვენმა სკოლამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კამპანიაში „დავასუფთაოთ მსოფლიო“. შევადგინეთ სამუშაო გეგმა. გაკვეთილების შემდებ დავასუფთავეთ საკლასო ოთახები, ეზო და სკოლის წინ მდებარე სკვერი. მოვაწყვეთ ნახატების გამოფენა თემაზე „სუფთა გარემო-ჯანმრთელობის საწინდარია“.
16 სექტემბერი
16 სექტემბერს საზეიმო მიტინგით დაიწყო ახალი 2012-2013 სასწავლო წელი ჩვენს სკოლაში. სახელმწიფო დროშები აღმართეს წარჩინებულმა მოსწავლეებმა ლ. გალოგრემ და ბ. თურმანიძემ. მოსწავლეებსა და მშობლებს მიესალმა სკოლის დირექტორი გივი ხალვაში, რომელმაც საპატიო სიგელით დააჯილდოვა წარჩინებული მოსწავლეები და პედაგოგები. სიტყვით გამოვიდნენ მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრი ს.ანანიძე და სამოქალაქო კლუბის პრეზიდენტი ს. დეკანაძე. ლექსები წაიკითხეს პირველ კლასელებმა.
თამარობა
ქართველმა ხალხმა, ქართულმა ეკლესიამ მაისის თვესთან დააკავშირა თამარ მეფის ხსენება. 14 მაისი არის წმინდანად შერაცხული მეფე თამარის ხსენების დღე.
ჩვენი ვალია მუდამ გვახსოვდეს ჩვენი წინაპარი და მათ ხსოვნას პატივი მივაგოთ.
სწორედ ამიტომ II-ე კლასის მოსწავლეებმა (კლ. ხელმძღვანელი ნ. ზენაიშვილი) მოაწყვეს თამარ მეფის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.
ზეიმი ჩატარდა სკოლის სააქტო დარბაზში, ამა წლის 24 მაისს. მოსწავლეებმა გაიხსენეს თამარის გამეფების პერიოდი, ლეგენდები. წარმოადგინეს მუსიკალური კომპოზიცია ვარძიის, გორის ციხის შესახებ.
გვერდი 70 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.









