„ტვინების ბრძოლის“
29 თებერვალს სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ჩატარდა „ტვინების ბრძოლის" გაზაფხულის სეზონის გუნდური ინტელექტუალური თამაში. პროექტი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა სკოლის მოსწავლეებისათვის - თამაშებში 21 გუნდი იყო წარმოდგენილი. მაღალ კონკურენტულ ჭიდილში გამოვლინდნენ გამარჯვებულები: პირველ ასაკობრივ ჯგუფში გაიმარჯვა გუნდმა „ლოგიკოსები", დამრიგებელი ნანა პაპუნიძე; მეორე ასაკობრივ ჯგუფში პირველობა არავის დაუთმო გუნდმა „ალბატროსი", დამრიგებელი ნელი აფხაზავა; მესამე ასაკობრივ ჯგუფში გასული წლის შედეგი გაიმეორა გასული წლის გამარჯვებული მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა „ანტიკორონა", დამრიგებელი რუსლან ბერიძე.
გამოფენა "სტამბოლის ქართული სავანე"
მიმდინარე წლის 26 თებერვალს ქ. ბათუმის N 8 საჯარო სკოლის X-ა კლასის მოსწავლეები (დამრ. რუსლან ბერიძე) აჭარის უმაღლეს საბჭოს სტუმრობდნენ, სადაც დაათვალიერეს გამოფენა "სტამბოლის ქართული სავანე". მოსწავლეებს მასპინძლობა გაუწიეს და საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა ბატონმა ასლან ლორთქიფანიძემ და აპარატის უფროსის სამდივნოს უფროსმა ქალბატონმა ცირა ხაჯიშვილმა.
,,მკითხველთა თეატრი"
საგაკვეთილო თემა: ,,ძველი კალოში".
ამ თემასთან დაკავშირებით სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-2 გ კლასის მოსწავლეებმა (დამრ. ნატალია აბუსერიძე) მოაწყვეს ,,მკითხველთა თეატრი".
მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები, რითაც ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. ბევრიც იხალისენ,რადგან მთელი გულით ცდილობდნენ მოერგოთ თითოეულს პერსონაჟის როლი. მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი კვლავ მოაწყონ ,,მკითხველთა თეატრი" სხვა საგაკვეთილო თემებზე.
წარმატებები მათ!
პროექტი: ,,გავუწოდოთ აფხაზებს მეგობრობის ხელი”
მოგესალმებით, სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-6 ა, ბ, გ,დ, ე, ვ კლასებმა განახორციელეს პროექტი: ,,გავუწოდოთ აფხაზებს მეგობრობის ხელი".
პროექტის მიზანი: მოსწავლეები გაეცნენ აფხაზეთის მოსახლეობას, იმსჯელეს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე.
მოსწავლეებმა წერილები დაწერეს აფხაზი თანატოლების სახელზე.
პროექტი წარმატებით განხორციელდა.
მასწავლებელი: დიანა კაპანაძე
წიგნის საჯარო კითხვის დღე
წიგნის საჯარო კითხვის დღესთან დაკავშირებით სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-2- გ კლ.მოსწავლეები და დამრიგებელი ნატალია აბუსერიძე ეწვიენ სკოლის ბიბლიოთეკას თემით: "ჩვენ გვიყვარს კითხვა". წაიკითხეს ლექსები და გამონათქვამები წიგნზე.
ბიბლიოთეკარმა მარიამ ჭანტურიამ ბავშვებს გააცნო წიგნის ისტორია, ესაუბრა მათ მნიშვნელობაზე.
ამ შეხვედრამ დიდი კმაყოფილება გამოიწვია მოსწავლეებში და მათ გადაწყვიტეს ბიბლიოთეკაში გაერთიანება.
პროექტი "სკოლის უფლებები და მოვალეობები"
დღეს, 30 იანვარს სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის 5-გ კლასის მოსწავლეებმა (დამრ.ნანა მალაყმაძე) წარმოადგინეს პროექტი "სკოლის უფლებები და მოვალეობები". კლასი მოვიდა წინასწარ მომზადებული პროექტებით, რომელიც თავადვე წარადგინეს.გაიმართა ჯგუფური დისკუსია.სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ისინი გააზრებით მსჯელობენ.
„გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი"
მანდატურის სამსახურმა, ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა პრევენციის საკითხებზე, თბილისის მე-4, 48-ე, 138-ე, 85-ე, 138-ე, 141-ე, 162-ე, რუსთავის მე-9 და ბათუმის მე-8 საჯარო სკოლების მე-8 კლასების დამრიგებლების გადამზადება დაასრულა. ტრენინგის წარმატებით დასრულების სერტიფიკატები საპილოტე სკოლების პედაგოგებს ფსიქო -სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლებმა გადასცეს.ტრენინგის მთავარი თემა მოსწავლეებში ნივთიერებათა ავადმოხმარებისა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის საკითხებს შეეხებოდა. აღნიშნულ პროექტს მანდატურის სამსახური საპილოტე სკოლებში გასული წლის გაზაფხულიდან ახორციელებს.ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის პროგრამას .
გვერდი 54 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







