ამინდის პროგნოზი

ბმულები

29 თებერვალს სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ჩატარდა „ტვინების ბრძოლის" გაზაფხულის სეზონის გუნდური ინტელექტუალური თამაში. პროექტი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა სკოლის მოსწავლეებისათვის - თამაშებში 21 გუნდი იყო წარმოდგენილი. მაღალ კონკურენტულ ჭიდილში გამოვლინდნენ გამარჯვებულები: პირველ ასაკობრივ ჯგუფში გაიმარჯვა გუნდმა „ლოგიკოსები", დამრიგებელი ნანა პაპუნიძე; მეორე ასაკობრივ ჯგუფში პირველობა არავის დაუთმო გუნდმა „ალბატროსი", დამრიგებელი ნელი აფხაზავა; მესამე ასაკობრივ ჯგუფში გასული წლის შედეგი გაიმეორა გასული წლის გამარჯვებული მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა „ანტიკორონა", დამრიგებელი რუსლან ბერიძე.

სკოლის ჩემპიონი გუნდები მონაწილეობას მიიღებენ რეგიონულ ჩემპიონატში, რომელიც 29 მარტს გაიმართება.

სკოლა მადლობას უხდის კომპანია BRAINS.GE-ს მიმდინარე პროექტის განხორციელებისთვის, რომელიც ხელს უწყობს ბავშვებში ჯანსაღი კონკურენციისა და ინტელექტუალური უნარების განვითარებას.

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.