წიგნის საჯარო კითხვის დღესთან დაკავშირებით სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-2- გ კლ.მოსწავლეები და დამრიგებელი ნატალია აბუსერიძე ეწვიენ სკოლის ბიბლიოთეკას თემით: "ჩვენ გვიყვარს კითხვა". წაიკითხეს ლექსები და გამონათქვამები წიგნზე.
ბიბლიოთეკარმა მარიამ ჭანტურიამ ბავშვებს გააცნო წიგნის ისტორია, ესაუბრა მათ მნიშვნელობაზე.
ამ შეხვედრამ დიდი კმაყოფილება გამოიწვია მოსწავლეებში და მათ გადაწყვიტეს ბიბლიოთეკაში გაერთიანება.







