26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-2 ,,ზ" კლასის დამრიგებელმა, ნინო ახალაიამ, თავის აღსაზრდელებთან ერთად, დისტანციურად აღნიშნა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღი.
თითოეულმა მოსწავლემ გამოხატა გულწრფელი სიყვარული და პატივისცემა სამშობლოს მიმართ.
"თქვენ ხართ მომავალი ქვეყნისა, თქვენ ხართ ხვალინდელი დღე" გეცხოვროთ ერთიან, ძლიერ და გაბრწყინებულ საქართველოში.
ჩემო პატარებო!
დასრულდა პირველი კლასი, ჩვენი მეგობრობისა და ურთიერთობის ერთი ლამაზი წელი. თქვენ უკვე გადადგით პირველი ნაბიჯები ცოდნის უკიდეგანო სამყაროში.
გახსოვდეთ, რომ ჩვენს ქვეყანას განათლებული და ღირსეული მომავალი სჭირდება, ამისთვის კი საჭიროა ბეჯითად განაგრძოთ სწავლა.
არ შეუშინდეთ სიძნელეებს და არ შეჩერდეთ!
გისურვებთ წარმატებებს...
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის I ,,გ" კლასის დამრიგებელი - ინეზა თვალოძე.
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-6 ,,ბ" კლასის დამრიგებელმა ია ბლაგიძემ 26 მაისთან დაკავშირებით დაგეგმილ დისტანციურ კლასსაათზე განიხილა ლექსი "მოვიარე საქართველო", მოსწავლეებმა ისაუბრა რამდენად მდიდარი და მრავალფეროვანია ჩვენი ქვეყანა თავისი კუთხეებითა და ისტორიით. ლექსი თითოეულმა მოსწავლემ აიტაცა და ვიდეორგოლად წარმოგვიდგინა.
მადლობის წერილი
დღეს ჩვენ, თითოეული ჩვენგანი: მოსწავლე, მასწავლებელი თუ მშობელი ვიმყოფებით დიდი გამოწვევის წინაშე.
მაშინ,როცა მსოფლიოში და ამავდროულად საქართველოშიც მოძრაობა და თითქოსდა სიცოცხლეც შეჩერდა წამის მეასედით.მაშინ ,როცა თითოეულ ჩვენგანს მოგვიწია შეჯახება ამ უხილავ ბიოლოგიურ მტერთან და მსოფლიო პანდემიის წინაშე აღმოვჩნდით. და მიუხედავათ ამისა, ჩვენი მე-8 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები თავს არ ზოგავენ პირველივე დღიდან იმისთვის,რომ ჩვენს შვილებს ნათელი მომავალი შეუქმნან და ისინი კარგ,წარმატებულ პიროვნებებად და ადამიანებად ჩამოაყალიბონ.
14 მაისი ,,თამარობა"
14 მაისია ,,თამარობა"
გილოცავთ!!!
წარმოგიდგენთ პრეზენტაციას დიდებული თამარ მეფის შესახებ.
ტექსტს კითხულობს მე-2 ,,ა" კლასის მოსწავლე - ბარბარე ბერიძე.
(დამრ. ნარგიზ ხიმშიაშვილი)
მადლობის წერილი ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის მე-6 ბ კლასის პედაგოგებს!
დღეს, როდესაც მთელი კაცობრიობა უხილავი საშიში მტრის პირისპირ აღმოჩნდა, როდესაც მთელი მსოფლიო გაერთიანებულია და ერთიანი ძალებით ებრძვის მკვლელ ვირუსს, როდესაც ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, იზრდება თითოეული ჩვენგანის როლი და პასუხისმგებელობა, არ შეიძლება არ დავაფასოთ თანამედროვე გმირები, რომლებიც ჩვენს გვერდით, ჩვენივე შვილების საკეთილდღეოდ, არც ძალ-ღონეს იშურებენ, არც თავს ზოგავენ და საკუთარი მუხლჩაუხრელი შრომის ფასად აკეთებენ მაქსიმუმს მომავალი თაობების აღზრდის უმნიშვნელოვანეს საქმეში.
გვერდი 52 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







