,ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია მომავალ თაობებში"
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ჩატარდა პროექტი სახელწოდებით ,,ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია მომავალ თაობებში".
პროექტის იდეა: პიროვნების მდგრადი განვიათრებისათვის აუციელებელ კომპონენტს წარმოადგენს ჯანსაღი, სუფთა გარემო და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება...
კლასი: 5 გ
დამრიბებელი: ნანა მალაყმაძე
#სასათბურემეურნეობა #მეტიჩართულობა #8საჯაროსკოლა #მწვანებათუმი2019
ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით ა(ა)იპ "ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა" სანერგე-სასათბურე მეურნეობაში ჩითილების გამოყვანის შესახებ სადემონსტრაციო ჩვენების გამართვას აგრძელებს.
📖👧🧒 დღეს სანერგე-სასათბურე მეურნეობის მუშაობის პროცესს სსიპ-ქალაქ ბათუმის №8 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები გაეცნენ. მოზარდებს მეურნეობის მუშაობის სპეციფიკის შესახებ დეტალური ინფომაცია სამსახურის ხელმძღვანელმა - დავით დიასამიძემ მიაწოდა.
საფრანგეთის ელჩის სტუმრობა სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში
8 ნოემბერს საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლას ეწვივნენ და მეათე კლასის ფრანგული ენის გაკვეთილს დაესწრნენ (მასწავლებელი ვერა დოლიძე).
„ჩვენ დარწმუნებული ვართ ფრანგული ენის შესწავლით ახალგაზრდები თავის ცხოვრებაში შეიტანენ ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციას. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ, რომ მოსწავლეებმა შეითვისონ და შეიყვარონ ევროპული ენები. ასევე, შემდგომში ჩვენი და საელჩოს პროგრამების დახმარებით შეძლონ სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ, რაც ბუნებრივია მათ მომავალზე და ჩვენი რეგიონის განვითარებაზე იქონიებს დადებით გავლენას" - აღნიშნა მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.
ჩვენ ერთად სიკეთის სადარაჯოზე
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის 5 ვ კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ნანა პაპუნიძე და მასწავლებელი მადონა მაღლაკელიძე) 2019 წლის 12 ნოემბერს ესტუმრნენ მახინჯაურის მიუსაფარ დედათა და ბავშვთა სახლს. მოსწავლეებმა დადგეს მინი სპექტაკლები. მასპინძლებს დაურიგეს საჩუქრები და ტკბილეული. შეხვედრა თბილ, სიყვარულითა და სათნოებით სავსე გარემოში ჩატარდა. სიკეთე გადამდებია და მოვუწოდებთ სხვა კლასებს მსგავსი აქტივობებისკენ.💞💞💞
,,Happy Halloowen students"🎃🎃🎃
2019 წლის 4 ნოემბერს სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე 4ვ კლასში ინგლისური ენის გაკვეთილზე მოსწავლეებმა ჩაატარეს პრეზენტაცია ჰელოუვინზე, რამაც დიდი ინტერესი და სიხარული გამოიწვია ბავშვებში...
ინგლისური ენის მასწავლებელი ნანა მალაყმაძე🎃🎃
რთველი
2019 წლის 13 ოქტომბერს სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-2 ა კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს შერვაშიძეების ღვინის მარანი. დაკრიფეს ვენახში ყურძენი, ნახეს საწნახელი, გაიხსენეს ლექსები შემოდგომაზე.
კლასის ხელმძღვანელი ნარგიზ ხიმშიაშვილი
წიგნის პრეზენტაცია "გაუმარჯოს ფერეიდანს"
შეხვედრა მწერალ ნიაზ ზოსიძესთან,წიგნის პრეზენტაცია " გომარჯოს ფერეიდანს"...
მოსწავლეებმა ნახეს ვიდეო- მასალა, რომელიც ასახავდა ფერეიდანელთა ცხოვრებას, ყოფასა და დღევანდელობას...
დიდი მადლობა მწერალს ჩვენი მოსწავლეების სახელით, იმ გარჯისა და ღვაწლისათვის, რასაც იგი ეწევა ჩვენი რეგიონის პოპულარიზაციისთვის, მომავალი თაობის ჭეშმარიტ ღირებულებებზე აღზრდისათვის...
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლა, 5 ბ კლასი
დამრიგებელი ნანა მალაყმაძე
გვერდი 57 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







