პრეზენტაცია_ე.გაბაშვილის ,, მაგდანას ლურჯა"
სსიპ.ბათუმის მე_8 საჯარო სკოლის III _ე კლასის მოსწავლეებმა(დამრიგებელი მაია გორგილაძე) მოაწყვეს პრეზენტაცია_ე.გაბაშვილის ,, მაგდანას ლურჯა".
პატარებმა დიდი ხალისით და მონდომებით გააკეთეს პრეზენტაციები.
"პოეზიის ხუთი წუთი"
15 ნოემბერი · 2019
"პოეზიის ხუთი წუთი". 3-ე კლ. მოსწავლეებმა(ხელ.მ გორგილაძე) სკოლის ბიბლიოთეკაში გამართეს ღონისძიება : "პოეზიის ხუთი წუთი".ბავშვებმა ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ პოეზიის მხატვრული ლიტ-ის ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა.წაიკითხეს სხვადასხვა პოეტების ლექსები. ბიბლიოთეკარმა მ.ჭანტურიამ ბავშვებს ვრცელი და საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა.გააცნო პოეტები,წაუკითხა ლექსები. "პოეზია ოცნების ფენომენია და მას მეოცნეებები ქმნიან. ოცნების შეჩერება კი შეუძლებელია
პრეზენტაცია კომბინირებულად ( ქართულ - ინგლისურ ენაზე) ვ.ფშაველას ნაწარმოების " ჩხიკვთა ქორწილის" მიხედვით
2019 წლის 11 დეკემბერს, 5 გ კლასმა გააკეთა პრეზენტაცია კომბინირებულად ( ქართულ - ინგლისურ ენაზე) ვ.ფშაველას ნაწარმოების " ჩხიკვთა ქორწილის" მიხედვით.მოსწავლეებმა იხილეს ვიდეო მასალა, რის შემდეგაც მოხდა ანიმაციური ფილმის განხილვა.მოწვეული ჰყავდათ კინორეჟისორი გიორგი უღრელიძე.მოსწავლეებმა დაუსვეს საინტერესო შეკითხვები და აქტიურად ჩაერთვნენ პრეზენტაციის პროცესში.
გასვლა სამხატვრო გალერეაში
019 წლის 9 დეკემბერს, 5 გ კლასის (დამრ. ნანა მალაყმაძე) მოსწავლეებმა მოაწყვეს მორიგი გასვლა სამხატვრო გალერეაში. მათ დაათვალიერეს და გაეცნენ ბათუმელი მხატვრების ნამუშევრებს, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია მათში.
პროექტი: ,,სუფთა ხელები"
სსიპ.ქალაქ ბათუმის N 8 საჯარო სკოლის მე- 2 გ კლასი. კლასის ხელმძღვანელი: ნატალია აბუსერიძე.
პროექტი: ,,სუფთა ხელები".
მოწვეული სტუმრები: ქალაქ ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის მედდა: ქალბატონი ნარგული აბაშიძე.
ქალაქ ბათუმის რეფერალური საავადმყოფო შპს უნიმედი აჭარას რეანიმაციული განყოფილების მედდა : ქალბატონი ნათია აბუსერიძე.
მადლობა პროეტში მონაწილეობისთვის მე-2 გ კლასის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მოწვეულ სტუმრებს.
ლექცია ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით
2019 წლის 2 დეკემბერს, სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-6 ბ კლასში (დამრიგებელი ია ბლაგიძე) ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით საინტერესო ლექცია ჩატარდა. ლექციას უძღვებოდა იურისტი ნინო დევაძე. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია მათი უფლებებისა და პასუხისმგებლობების შესახებ. ისინი აქტიურად ჩაებნენ მსჯელობაში. მადლობა ქალ-ნ ნინოს საგანმანათლებლო, ინფორმაციული ლექციისათვის.
წიგნის მოყვარულთა კლუბ "საუნჯის" მორიგი შეხვედრა.
2019 წლის 29 ნოემბერს ჩატარდა წიგნის მოყვარულთა კლუბ "საუნჯის" მორიგი შეხვედრა. საუბარი წარიმართა გოდერძი ჩოხელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. ადგილზე იქნა წაკითხული "ცასწავალა" და მოხვდა მისი გაანალიზება. მოსწავლეებმა გაავლეს პარალელი მსგავსი პრობლემატიკის ნაწარმოებებთან. გამოთქვეს თავიანთი აზრი.შეხვედრამ სასიამოვნო ვითარებაში ჩაიარა. შეთანხმდნენ მომავალ თემაზე.
გვერდი 56 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







