ამინდის პროგნოზი

ბმულები

მიმდინარე წლის 26 თებერვალს ქ. ბათუმის N 8 საჯარო სკოლის X-ა კლასის მოსწავლეები (დამრ. რუსლან ბერიძე) აჭარის უმაღლეს საბჭოს სტუმრობდნენ, სადაც დაათვალიერეს გამოფენა "სტამბოლის ქართული სავანე". მოსწავლეებს მასპინძლობა გაუწიეს და საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა ბატონმა ასლან ლორთქიფანიძემ და აპარატის უფროსის სამდივნოს უფროსმა ქალბატონმა ცირა ხაჯიშვილმა.  

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.