ესეების სასკოლო კონკურსი თემით ,,გაზაფხული ჩემი ფანჯრიდან"
ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, საგანმანათლებლო დაწესებულებების უმეტესობა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. შედეგად, ბავშვების, მშობლებისა და მასწავლებლების ყოველდღიური ცხოვრება შეიცვალა. ამ ახალ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი ბავშვებს, მშობლებსა და მასწავლებლებს სხვადასხვა აქტივობას სთავაზობს.
#დარჩისახლში
“დედამიწის გზავნილი ადამიანებს”
2020 წლის 22 აპრილს სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-6 ბ კლასში ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი პროექტი დისტანციურად , სახელწოდებით- "დედამიწის გზავნილი ადამიანებს"
ძალიან გონიერმა და კრეატიულმა მოსწავლეებმა ამ დღეს დედამიწის როლი მოირგეს და ძალიან თბილი , სამადლობელო წერილი მისწერეს ადამიანებს.
მადლობა!
მადლობა სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლას მშობლისაგან
სსიპ-ქალაქ ბათუმისN8 საჯარო სკოლის თვითმმართველობა
მოგესალმებით, ქვეყანაში და მსოფლიოში შექმნილმა ვითარებამ შეცვალა მოსწავლეების ყოველდღიური ცხოვრება, საგანმანათლებლო დაწესებულებების უმრავლესობა დისტანციურ ურთიერთობაზე გადავიდა. ამ ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის თვითმმართველობამ (თვითმმართველობის თავმჯდომარე ნინო კობალაძე) მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობები შესთავაზა. მოგაწვდით ზოგიერთ მათგანს.
შეჯიბრი სკოლებს შორის ,,fialpi 2020"
ორი კვირის განმავლობაში ტარდებოდა შეჯიბრი სკოლებს შორის ,,fialpi 2020". მათ შორის მონაწილეობას ღებულობდა სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის გუნდი 2008-2009 წელს დაბადებული ვაჟები, მაგრამ გამონაკლისი მოხვდა და ამავე სკოლის პედაგოგმა თინათინ ბოლქვაძემ თავისი სურვილით ორი გოგონა ანანო ჯინჭარაძე და ელენე ბოლქვაძე გაიყვანა, სადაც ორივე მონაწილე დაჯილდოვდა, ხოლო ანანო ჯინჭარაძე კი მესამე ტურის საუკეთესო შემტევი და მონაწილე გახდა, ამასთანავე ჩვენი სლოლის პედაგოგს თინათინ ბოლქვაძეს გადაეცა ჯილდო ,,ქალთა ფეხბურთის შეტანილი წვლილისათვის". მადლობა მათ გაწეული შრომისთვის.👏
გვერდი 53 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.








