ამინდის პროგნოზი

ბმულები

მანდატურის სამსახურმა, ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა პრევენციის საკითხებზე, თბილისის მე-4, 48-ე, 138-ე, 85-ე, 138-ე, 141-ე, 162-ე, რუსთავის მე-9 და ბათუმის მე-8 საჯარო სკოლების მე-8 კლასების დამრიგებლების გადამზადება დაასრულა. ტრენინგის წარმატებით დასრულების სერტიფიკატები საპილოტე სკოლების პედაგოგებს ფსიქო -სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლებმა გადასცეს.ტრენინგის მთავარი თემა მოსწავლეებში ნივთიერებათა ავადმოხმარებისა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის საკითხებს შეეხებოდა. აღნიშნულ პროექტს მანდატურის სამსახური საპილოტე სკოლებში გასული წლის გაზაფხულიდან ახორციელებს.ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის პროგრამას .


მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრმა პედაგოგების გადამზადების აღნიშნული პროგრამა ფონდთან - „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი" და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან და ევროკავშირის პროექტთან „ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ (EU ACT)" თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს. 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.