საჩუქარი საქართველოს უნივერსიტეტისგან! 🎤📚
2020 წლის 15 იანვარს სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს უნივერსიტეტისგან საჩუქრად მიიღეს ხმის გამაძლიერებლები. დირექტორი გივი ხალვაში იმედოვნებს, რომ ამ საჩუქარს სკოლის თვითმმართველობა და მოსწავლეები ცოდნის ხარისხის ამაღლებისა და შინაარსიანი ღონისძიებებისათვის გამოიყენებენ.
“მრავალ ახალ წელს”
"მრავალ ახალ წელს"სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-6 ბ კლასის საახალწლო მილოცვა .დამრიგებელი - ია ბლაგიძე
ღონისძიება
25 დეკემბერს ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება,რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ მოსაწავლეები V-დან XII კლასის ჩათვლით.მონაწილეებმა საახალწლო განწყობა შექმნეს და სხვა და სხვა სახის ნომრები შემოგვთავაზეს.ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია,მასწავლებლები,მოსწავლეები და მოწვეული სტუმრები.
"ახალი წელი 2020"
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის VI ბ კლასში გაკეთდა სადამრიგებლო პროექტი "ახალი წელი 2020". პროექტის მიმდინარეობა გაგრძელდა მთელი დეკემბერი. იყო სხვადასხვა ტიპის დავალებები, ჯგუფური და ინდივიდუალური აქტივობები, მშობლების ჩართულობა. ძალიან ბევრი პოზიტივი და ბევრის მომცველი დღეები.პროექტის მიზანი: ჯგუფური მუშაობის ხელშეწყობა, ინდივიდუალური უნარების გამოვლენა, კრეატიული აზროვნების განვითარება, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთსიყვარულის გაღრმავება, საახალწლო განწყობის შექმნა, მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება, მშობლების ჩართულობა.თუ რა როგორ გამოვიდა , სხვადასხვა აქტივობები რა მიზანს ემსახურებოდა და რა შედეგზე გავიდა ვიდეორგოლისგან შეიტყობთ.გილოცავთ დამდეგ 2020 წელს!პროექტის ხელმძღვანელი კლასის დამრიგებელი -ია ბლაგიძე.
საქმელმოქმედო კონცერტი
2019 წლის 23 დეკემბერს სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის 5 გ კლასმა ჩაატარა საქმელმოქმედო კონცერტი, ბათუმის მოხუცებულთა სათნოების სახლში. ბავშვები და მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართული პროცესში. მათ მოამზადეს რამდენიმე ნაწყვეტი სპექტაკლიდან, სიმღერები, გააკეთეს მილოცვები ქართულ და ინგლისურ ენაზე...ჩვენ შევძელით სათნოების მკვიდრთა გაღიმება და გახალისება...
დიდი მადლობა ყველას თქვენ, და იმ ადამიანებს ვინც შემოუერთდა ჩვენს ქველმოქმედებას..განსაკუთრებული მადლობა კი, სამშენებლო კომპანია "ანაგს"!!!
პროექტი ,,Digitale junior uni
2019 წლის 10 დეკემბერს, სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის VIII დ კლასში (გერმანული ენის მასწავლებელი ნანული დიასამიძე) ტექნოლოგიების გამოყენება გერმანული ენის გაკვეთილზე პროექტის ,,Digitale junior uni"-ს (ვირტუალური საბავშვო უნივერსიტეტი) ფარგლებში მოსწავლეებმა ნახეს ფილმი ,,კითხვები კოსმონავტს" და შეასრულეს საინტერესო აქტივობები.
,,ჩემი სახლის ბინადრები" ; ,,ჩემი მწვანე მეგობრები"
პროექტი: 6. 12. 2019 ( III ე კლასი)
,,ჩემი სახლის ბინადრები"
,,ჩემი მწვანე მეგობრები"
მოსწავლეებმა მათი(ჯგუფის)სურვილის მიხედვით აირჩიეს თემა. ისინი დიდი მონდომებითა და ხალისით მუშაობდნენ.სამუმუშაოს დასრულების შემდეგ წარმოადგინეს პროექტები.გააკეთეს პრეზენტაციები
გვერდი 55 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







