"ცოდნის" გაკვეთილი ბიბლიოთეკაში"
30.10.2019
ბიბლიოთეკა არის სასწავლო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი და ხელს უწყობს ამ პროცესის ეფექტიანობის ამაღლებას.სწორედ ამ მიზნით, სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე- 4-ე კლასის მოსწავლეები კლასის დამრიგებლის ნესტან ხიბაიას ხელმძღვანელობით ეწვივნენ სკოლის ბიბლიოთეკას. ბიბლიოთეკარი, მარიამ ჭანტურია, მოსწავლეებს ესაუბრა ბიბლიოთეკის ისტორიაზე, წიგნების კულტურულ და საგანმანათლებლო ღირებულებებზე.ბავშვებმა მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია და ჩაებნენ დისკუსიაში.
,,ტვინების ბრძოლა"
საიპ ბათუმის მე-8 საჯარო სკოლაში ჩატარდა გუნდური ინტელექტუალური თამაში ,,ტვინების ბრძოლა", 3 ასაკობრივ კატეგორიაში. brains.ge - გან გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები. 🧠📚წინ რეგიონალური ასპარეზობა ელოდებათ, წარმატებები 🙂
აჭარის განათლების სამინისტროს ოლიმპიადებში გამარჯვებულთა დაჯილდოვება
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა 2018-2019 სასწავლო წელს საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებული სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი მასწავლებლები.
დაჯილდოვებას დაესწრნენ აჭარის მთავრობის მეთაური - თორნიკე რიჟვაძე, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი.
,,მინდა გავხდე მეზღვაური"
ჯერ კიდევ მე-6 კლასში იყო ნათია, როდესაც საკონტროლო წერის რვეულში ჩაწერა: ,,მინდა გავხდე მეზღვაური". ეს სურვილი აიხდინა და ზუსტად იცის, რომ ადრე თუ გვიან ყველა აუცილებლად აიხდენს ოცნებას, თუ საკუთარ თავთან იმუშავებს. ნათიამ დაამსხვრია სტერეოტიპი. იგი ძლიერი და თავისუფალი პიროვნება აღმოჩნდა.
მასწავლებელთა საერთაშორისო დღე
5.10.2019

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და ბათუმის რესურსცენტრმა დააჯილდოვა 2018-2019 სასწავლო წლის წარმატებული მასწავლებლები, მათგან ერთ-ერთი იყო სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი - მადონა წივწივაძე.
ყველა მასწავლებელს გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს!
გვერდი 58 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







