ამინდის პროგნოზი

ბმულები

დღეს, 30 იანვარს სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის 5-გ კლასის მოსწავლეებმა (დამრ.ნანა მალაყმაძე) წარმოადგინეს პროექტი "სკოლის უფლებები და მოვალეობები". კლასი მოვიდა წინასწარ მომზადებული პროექტებით, რომელიც თავადვე წარადგინეს.გაიმართა ჯგუფური დისკუსია.სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ისინი გააზრებით მსჯელობენ. 

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.