მონო-სპექტაკლი ,,კოკროჭინა"
19 დეკემბერს სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის III ე კლასის მოსწავლეებმა ნახეს და განიხილეს
მონო-სპექტაკლი ,,კოკროჭინა". გაარკვიეს ზღაპრის დედააზრი.
დაახასიათეს გმირები.
დისკუსიაში აქტიურად იყო ჩართული მოწვეული სტუმარი,
მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქო-სოციალური ცენტრის სოციალური მუშაკი, ლიანა გრიგოლია.
დისკუსია წარიმართა როგორც ბავშვის უფლებებზე, ასევე მათ მოვალეობებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმაზე,თუ რა მაგიური ძალა აქვს თავაზიანობის გამომხატველ სიტყვებს:
,,მადლობა", ,,ბოდიში", ,,თუ შეიძლება", ,,მაპატიე"..... ეს სიტყვები ხომ ადამიანის მეტყველებას სასიამოვნოს, უფრო თბილსა და კეთილგანწყობილს ხდის.
სტუმარმა პასუხი გასცა მოსწავლეთა შეკითხვებს . მისი რჩევები
მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა. კლასის ხელმძღვანელი ირმა დევაძე.
ქართულ-ხალხურ მულტფილმი " წუნა და წრუწუნა"
მეგობრობის,ურთიერთობის,დახმარების,სიყვარულის თემა- ასე დაინახეს სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-5 ,,ე" კლასის მოსწავლეებმა, ქართულ-ხალხურ მულტფილმში " წუნა და წრუწუნა"..
მათ მოაწყვეს ფილმის ონლაინ განხილვა ბათუმელ კინო რეჟისორ გიორგი უღრელიძესთან ერთად.
მოსწავლეებს უამრავი კითხვა და აზრი დაებადათ, მათ გარკვეული პერსონაჟები ინგლისურადაც კი დაახასიათეს...აქტივობებში ყველა მოსწავლე თანაბრად იყო ჩართული...
ანალიტიკური აზროვნება პროგრესის საფუძველია..
,,საუკეთესო მოსწავლეები მყავს მე"!!! - კლასის დამრიგებელი ნანა მალაყმაძე.
"ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნს და კალამს შეუძლია მსოფლიოს შეცვლა"
"პროფესიები". დამრიგებელი ნინო ქარჩავა.
შემოდგომა იწურება.
ხეები ჭირვეული ბვშვებივით იხდიან ფერად სამოსს.მიწა ნაირფერი ფოთლებით მოხატულ განიერ საბანში იფუთნება.
ესეც პატარების თვალით დანახული შემოდგომა.
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლა, ll-გ კლასი, დამრიგებელი ინეზა თვალოძე.
ხელოვნება
ცივი და თბილი ფერები, დღე და ღამე.
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლა, ll- გ კლასი. დამრიგებელი ინეზა თვალოძე.
თვითნასწავლი პატარა მხატვარი
მეგი ბოლქვაძე, სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეა. კლასის დამრიგებელი თინათინ ბოლქვაძე. მეგი პატარაობიდან გატაცებულია ხატვით. ფანქარი და სახატავი ფურცელი მისი განუყრელი მეგობრებია.უყვარს ბუნენაში სეირნობა და სამყაროს მრავალფეროვნებაზე თვალყურის დევნება. შემდეგ კი განმარტოვდება და აკეთებს საოცარ ჩანახატებს. ფერების საოცარი შეხამებაც სწორედ ბუნების სიყვარულის გამოხატულებაა. გულმოდგინედ ჰყვება თითოეული ნახატის შინაგანი სამყაროს შესახებ.
თვითნასწავლი პატარა მხატვრისთვის მისი ყველა ნახატი განსაკუთრებული და საყვარელია, ამიტომაც დიდი რუდუნებით ესათუთება მათ.
,,წარმოგიდგენთ ხელოვნების გაკვეთილზე შესრულებულ ნამუშევრებს.
,,წარმოგიდგენთ ხელოვნების გაკვეთილზე შესრულებულ ნამუშევრებს.
ვფიქრობ, რომ მე და ჩემს მოსწავლეებს მართლაც კარგი ნამუშევრები გამოგვივიდა. მიუხედავად იმისა, რომ დისტანციურად ვმუშაობთ." - სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-3 გ კლასის დამრ-ლი ნატალია აბუსერიძე.
გვერდი 49 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







