,,წლის საუკეთესო ბიოლოგიის მასწავლებელი"
ხუთეულში გასული, მიიწვიეს 2019 წლის ბუნებისმეტყველებისა და ბიოლოგიის საუკეთესო მასწავლებლის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.ჩვენ გვეამაყება ასეთი მასწავლებელი და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებთ მას
Тема: როლური თამაში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
VII დ კლასი - როლური თამაში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე.
ლუარსაბი - გიგი უმეთაძე
დარეჯანი - მარიამ ჯღარკავა
ავტორი - ლუკა კვირკვაია
პედაგოგი - ლალი თევზაძე
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში 1 ივნისს აღინიშნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ I-VI კლასის პირველი საფეხურის მოსწავლეები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი, პედაგოგები, მშობლები. სკოლის დირექტორმა ღონისძიება დადებითად შეაფასა.
ღონისძიება მოამზადა დირექტორის მოადგილემ - ნინო გოგოლიშვილმა.
"ოქროს რიცხვი - 2019"
25 მაისს, ქალაქ თბილისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყოველწლიური კონფერენცია "ოქროს რიცხვი - 2019". კონფერენციაზე წარდგენილი იყო ნორჩ ქიმიკოსთა კლუბ - 'რადიუმის' 3 მოხსენება.
1. "ნორჩ ქიმიკოსთა კლუბ 'რადიუმის' ჩატარებული აქტივობები" - მაია ჩაგანავა*.
2. "საპონი ჩვენი მტერი თუ აუცილებელი ჰიგიენური საშუალება" - ანა დიასამიძე , მარი ზაქარაძე*.
3. ''ტიბრზე გაფენილი სარეცხი" - ლიზი მურვანიძე , თიკა თურმანიძე*.
სასკოლო ფესტივალი სკოლებს შორის
სასკოლო ფესტივალი სკოლებს შორის გამართულ შეჯიბრზე, სადაც ჩვენი სკოლის გოგონათა გუნდმა I ადგილი დაიკავა .
სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლა
როლური თამაში - ,,სასამართლო"
VII დ კლასი - როლური თამაში - ,,სასამართლო". ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების (,,ია", ,,მთის წყარო", ,,შვლის ნუკრის ნაამბობი", ,,კლდემ მხოლოდ ერთხელ სთქვა") მიხედვით.
სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლა
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე !!!
ბათუმის N8 საჯარო სკოლის 4-ა კლასის მოსწავლეებმა-პედაგოგი დარეჯან ჯინჭარაძე- 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გონიოს მუზეუმში იზეიმეს. აღსრულდა ნება ქართული ერისა — გ ი ლ ო ც ა ვ თ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!!!
დიდი მადლობა მუზეუმის თანამშრომლებს, პედაგოგებს და მშობლებს ამ საქმის ორგანიზებისათვის.
გვერდი 60 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







