8 ნოემბერს საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლას ეწვივნენ და მეათე კლასის ფრანგული ენის გაკვეთილს დაესწრნენ (მასწავლებელი ვერა დოლიძე).
„ჩვენ დარწმუნებული ვართ ფრანგული ენის შესწავლით ახალგაზრდები თავის ცხოვრებაში შეიტანენ ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციას. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ, რომ მოსწავლეებმა შეითვისონ და შეიყვარონ ევროპული ენები. ასევე, შემდგომში ჩვენი და საელჩოს პროგრამების დახმარებით შეძლონ სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ, რაც ბუნებრივია მათ მომავალზე და ჩვენი რეგიონის განვითარებაზე იქონიებს დადებით გავლენას" - აღნიშნა მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.
საფრანგეთის ელჩმა მადლობა გადაუხადა სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს და ადმინისტრაციას ფრანგული ენის სწავლებისთვის და აღნიშნა, რომ საფრანგეთის საელჩო ყველა იმ სკოლის გვერდით იქნება, სადაც ფრანგული ენა ისწავლება.
სკოლაში შეხვედრას ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი თემურ თხილაიშვილი.







