ამინდის პროგნოზი

ბმულები

ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით ა(ა)იპ "ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა" სანერგე-სასათბურე მეურნეობაში ჩითილების გამოყვანის შესახებ სადემონსტრაციო ჩვენების გამართვას აგრძელებს.
📖👧🧒 დღეს სანერგე-სასათბურე მეურნეობის მუშაობის პროცესს სსიპ-ქალაქ ბათუმის №8 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები გაეცნენ. მოზარდებს მეურნეობის მუშაობის სპეციფიკის შესახებ დეტალური ინფომაცია სამსახურის ხელმძღვანელმა - დავით დიასამიძემ მიაწოდა. 

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.