სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის 5 ვ კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ნანა პაპუნიძე და მასწავლებელი მადონა მაღლაკელიძე) 2019 წლის 12 ნოემბერს ესტუმრნენ მახინჯაურის მიუსაფარ დედათა და ბავშვთა სახლს. მოსწავლეებმა დადგეს მინი სპექტაკლები. მასპინძლებს დაურიგეს საჩუქრები და ტკბილეული. შეხვედრა თბილ, სიყვარულითა და სათნოებით სავსე გარემოში ჩატარდა. სიკეთე გადამდებია და მოვუწოდებთ სხვა კლასებს მსგავსი აქტივობებისკენ.💞💞💞







