"ეროვნული სამოსის დღე"
V ბ კლასის სადამრიგებლო პროექტი სახელწოდებით "მიყვარს ქართულად..."
მიზანი : ქართული ეროვნული სამოსის პოპულარიზაცია, ქართული სულისკვეთების გაცოცხლება.
მე-5 ბ კლასის მსვლელობა ძველი ბათუმის ქუჩებში - ჩვენი რომ ქვია და სხვისას წააგავს... დანარჩენს ვიდეორგოლით იხილავთ
"მიყვარს ქართულად, მძულს ქართულად...მადლობა ღმერთს ნებადართულად!!!"
#მიყვარსქართულად
დამრიგებელი ია ბლაგიძე
სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლა
,,დედაენის დღეს"
2019 წლის 22 აპრილს, მე-8 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში (ხელმძღ. ბიბლიოთეკარი მარიამ ჭანტურია) ჩატარდა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ,,დედაენის დღეს". მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით მოეფერეს მშობლიურ ენას. მონაწილეობდნენ: 1ზ, 3თ, 4ბ, 11 და 12 კლასები
დედაენის დღისადმი მიძღვნილ კვირეული
დედაენის დღისადმი მიძღვნილ კვირეულთან დაკავშირებით 1-ვ კლასის მოსწავლეები (კლ.ხელ.ლია ჯორბენაძე) ესტუმრნენ N8 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას (ბიბლიოთეკარი მარიამ ჭანტურია). მასწავლებელმა და ბიბლიოთეკარმა ისაუბრეს ქართული ენის სიდიადესა და მნიშვნელობაზე.
ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები დედა ენაზე.წარმოთქვეს გამონათქვანები და ანდაზები.
ბიბლიოთეკაში სამახსოვროდ დატოვეს თავიანთი პატარა ხელით შექმნილი წიგნები.
,,სისხლიანი 9 აპრილი“
დღეს, 8 აპრილს მე-8 საჯარო სკოლის მე-8ა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგ. მზია ბაქრაძე) 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნეს ღონისძიება ,,სისხლიანი 9 აპრილი“. წარმოადგინეს ვიდეო-კოლაჟი, გაიხსენეს დაღუპულთა ბიოგრაფიები და წაიკითხეს ლექსები.
"წიგნის მკურნალი"
26 დეკემბერს, მე-8 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკარის მარიამ ჭანტურიას ხელმძღვანელობით ჩატარდა აქცია "წიგნის მკურნალი"-- 8-ბ (ხელ-ლი ლ.ტაბიძე) კლასის მოსწავლეებმა წინასწარ მომზადებული რესურსით (მაკრატელი, წებო,წებოვანი ფურცლები) გაანახლეს დაზიანებული წიგნები. მიანიჭეს მათ ახალი სიცოცხლე ახალი მკითხველისათვის.
სოციალური პროექტი თემა „მეტი დრო ბუნებაში“
ქ.ბათუმის მერვე საჯარო სკოლის V ბ კლასის დამრიგებლის ია ბლაგიძის სოციალურ პროექტი
თემა: „მეტი დრო ბუნებაში"
გვერდი 61 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







