,,ხალხური სიტყვიერების მნიშვნელობა" - სასწავლო პროექტი
დაწყებითი კლასების მასწავლებელმა, ნანა ზენაიშვილმა მე-4 ,,ე" კლასში მოამზადა პროექტი თემაზე: ,,ხალხური სიტყვიერების მნიშვნელობა". თემაზე მუშაობა მოიცავდა პერიოდს 2019 წლის 20 მაისიდან 11ივნისამდე. პროექტი მიზნად ისახავდა, უფრო ღრმად გაცნობოდნენ მოსწავლეები ხალხური სიტყვიერების მარგალიტებს. გაეზიარებინათ რამდენად საჭიროა თანამედროვე ახალგაზრდებისთვის ხალხური შემოქმედების ცოდნა. მოსწავლეები განივითარებდნენ სხვადასხვა უნარებს: შეფასების, თანამშრომლობის, პრობლემის გადაჭრის, ინფორმაციული ტექნოლოგიის გამოყენების, ასევე გაიაქტიურებენ შემოქმედებით უნარებს.
,,სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა და მასთან დაკავშირებული სირთულეები."
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
21.06.2019 წელს სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა -ლეილა ღვინტიძემ გააკეთა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პრეზენტაცია თემაზე: ,,სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა და მასთან დაკავშირებული სირთულეები."
პრეზენტაციას ესწრებოდნენ დაწყებითი კლასების კათედრის წევრები და სხვადასხვა კათედრის პედაგოგები.
,,მოსწავლეებში სააზროვნო უნარების განვითარების გაუმჯობესების გზების ძიება."
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
21.06.2019 წელს სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა -ზაირა დიასამიძემ გააკეთა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პრეზენტაცია თემაზე: ,,მოსწავლეებში სააზროვნო უნარების განვითარების გაუმჯობესების გზების ძიება."
პრეზენტაციას ესწრებოდნენ დაწყებითი კლასების კათედრის წევრები და სხვადასხვა კათედრის პედაგოგები.
,,მინიპროექტების მნიშვნელობა და გამოწვევები ენობრივი კომუნიკაციის პრობლემების დაძლევაში."
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
21.06.2019 წელს სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის გერმანული ენის მასწავლებელმა - ნანული დიასამიძემ კვლევის შედეგების გაზიარების მიზნით გააკეთა პრეზენტაცია თემაზე: ,,მინიპროექტების მნიშვნელობა და გამოწვევები ენობრივი კომუნიკაციის პრობლემების დაძლევაში."
პრეზენტაციას ესწრებოდნენ უცხო ენების კათედრის წევრები და სხვადასხვა კათედრის პედაგოგები.
გვერდი 59 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







