ამინდის პროგნოზი

ბმულები

მოგესალმებით.აუცილებლად მინდა ავღნიშნო ჩემი აზრი დისტანციურ სწავლებაზე.ალბათ გაგიკვირდებათ და "ზოგი ჭირი მარგებელიაო"ონლაინ გაკვეთილებიდან გავიგე თუ როგორ და რა დონეზეა ჩემი შვილი ჩართული საგაკვეთილო პროცესში.რომელიც აქამდე "თურმე"საერთოდ არ მცოდნია.აქედან გამომდინარე დავინახე ჩემი შვილის დადებითი და უარყოფითი თვისებები.ეხლა ვიცი თუ რა კუთხით ჭირდება მას დახმარება. აუცილებლად უნდა ავღნიშნო რომ ჩემი შვილი სწავლობს 6-ე კლასში.მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კლასის დამრიგებელს.ქალ.ირინე მამულაძეს და თითოეულ პედაგოგს ამ მძიმე პერიოდში ესე აქტიურად არიან ჩართული ონლაინ გაკვეთილებში.თითქმის ყველა გაკვეთილს ვისმენ და მინდა ავღნიშნო რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ყველა პედაგოგის.მართლაც და გულწრფელად დიდი მადლობა.ყველანი კარგები ხართ.
(მშობელი ნინო ბათნიძე)

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.