ამინდის პროგნოზი

ბმულები

ორი კვირის განმავლობაში ტარდებოდა შეჯიბრი სკოლებს შორის ,,fialpi 2020". მათ შორის მონაწილეობას ღებულობდა სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის გუნდი 2008-2009 წელს დაბადებული ვაჟები, მაგრამ გამონაკლისი მოხვდა და ამავე სკოლის პედაგოგმა თინათინ ბოლქვაძემ თავისი სურვილით ორი გოგონა ანანო ჯინჭარაძე და ელენე ბოლქვაძე გაიყვანა, სადაც ორივე მონაწილე დაჯილდოვდა, ხოლო ანანო ჯინჭარაძე კი მესამე ტურის საუკეთესო შემტევი და მონაწილე გახდა, ამასთანავე ჩვენი სლოლის პედაგოგს თინათინ ბოლქვაძეს გადაეცა ჯილდო ,,ქალთა ფეხბურთის შეტანილი წვლილისათვის". მადლობა მათ გაწეული შრომისთვის.👏  

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.