ამინდის პროგნოზი

ბმულები

ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, საგანმანათლებლო დაწესებულებების უმეტესობა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. შედეგად, ბავშვების, მშობლებისა და მასწავლებლების ყოველდღიური ცხოვრება შეიცვალა. ამ ახალ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი ბავშვებს, მშობლებსა და მასწავლებლებს სხვადასხვა აქტივობას სთავაზობს.

#ფსიქოსოციალურიმომსახურებისცენტრი

#აქტივობები

#ესე

#,,გაზაფხულიჩემიფანჯრიდან"

#ბათუმის8საჯაროსკოლა

ესეების კონკურსში სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის 11 მოსწავლე მონაწილეობდა. პირველ სასკოლო ეტაპზე გაიმარჯვეს: I ადგილი - მარიამ ბერიძე, II ადგილი - თათია ცეცხლაძე და III ადგილი - ანა გასანოვამ.👍👏

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.