ამინდის პროგნოზი

ბმულები

მოგესალმებით, ქვეყანაში და მსოფლიოში შექმნილმა ვითარებამ შეცვალა მოსწავლეების ყოველდღიური ცხოვრება, საგანმანათლებლო დაწესებულებების უმრავლესობა დისტანციურ ურთიერთობაზე გადავიდა. ამ ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის თვითმმართველობამ (თვითმმართველობის თავმჯდომარე ნინო კობალაძე) მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობები შესთავაზა. მოგაწვდით ზოგიერთ მათგანს.

 ანა ზანაქიძე

#დარჩისახლში

#დაიცავიდისტანცია

#შენიუსაფრთხოებისთვის

#ნუშეუქმნისხვასპრობლემას

#დარჩიშენისკოლისთვითმმართველობასთან


ზულეიდა წულუკიძე

კორონა ვირუსი არის ის რამაც შეცვალა ჩვენი ყოველდღიურობა. ჩვენი ცხოვრება გახადა ერთფეროვანი. მაგრამ ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი ადამიანებს მიუძღვის, როგორც მონეტას აქვს ორი მხარე ისე რაღაც პროცენტით კარგიც არის რადგან დაისვენა გადაღლილმა დედამიწამ. მაგრამ არაუშავს უფლის წყალობით ყვლაფერი კარგად იქნება. უფალი არ გაგვწირავს რადგან საქართველო ღვთისშობლის წილხვედრი ქვეყანაა.იმედია ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით და თავისუფლად ვივლით ბათუმის ულამაზეს ქუჩებში.#დარჩისახლში

ეს გააკეთე ჩვენთვის


ლანა ჩხაიძე

ფილმები, რომელსაც თვითიზოლაციის დროს უნდა უყუროთ

1.ველური (Wild)

  1. მარტო სახლში (Home Alone)
  2. მისი (Her)
  3. გარიყული (Cast Away)
  4. გრავიტაცია (Gravity)
  5. 127 საათი (127 Hours)
  6. ლარსი და ნამდვილი გოგონა (Lars and Real Girl)
  7. სხვა პლანეტა ( Another Earth)
  8. ველურ გარემოში (Into The Wild)

#დარჩისახლში

#შენიუსაფრთხოებისთვის

#ნუშეუქმნისხვასპრობლემას

#დარჩიშენისკოლისთვითმმართველობასთან


ნინი მალაყმაძე

როგორ დავიბანოთ ხელები სწორად

#დარჩისახლში

#შენიუსაფრთხოებისთვის

#ნუშეუქმნისხვასპრობლემას

#დარჩიშენისკოლისთვითმმართველობასთან

რა არის ხელების სწორად დაბანის საუკეთესო გზა?

დაისველეთ ხელები გამდინარე წყლით

წაისვით საკმარისი რაოდენობის საპონი, რომ დაფაროთ სველი ხელები

დაიმუშავეთ ხელის ყველა ნაწილი - ხელის გულები, მტევნის ზურგი, ადგილები თითებს შორის და ფრჩხილებს ქვემოთ - მინიმუმ 20 წამის განმავლობაში.

კარგად ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით.

გაიშრეთ ხელები ქსოვილის სუფთა პირსახოცით ან ერთჯერადი პირსახოცით.

 

https://www.facebook.com/nini.malaymadze.3/videos/687113228760336

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.