მადლობა!
მოგესალმებით! სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის კოლექტივს და ყველა იმ მასწავლებელს, რომლებიც ჩართული არიან ონლაინ გაკვეთილებში მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ
თქვენი დახმარებით გავიგე როგორ სწავლობენ ჩემი შვილები სხვადასხვა საგნებში.
აგრეთვე დიდ მადლობას ვუხდი მე-9 გ კლასის დამრიგებელს თინათინ დავითაძეს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ბავშვების აქტიურობაში და ჩართულობაში
ამასთანავე დიდ მადლობას ვუხდი ყველა სხვა საგნების მასწავლებლებს რომლებმაც ამ რთულ სიტუაციაშიც კი არ მიატოვეს ბავშვები და ზრუნავენ მათ განათლებაზე 
(მშობელი ნანა გორგაძე)
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







