ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვიდეოპროექტები შექმნეს
ამერიკულ კუთხეში მარტის თემას ბათუმის N8 საჯარო სკოლის VIII ბ კლასი შეუერთდა. თინეიჯერებმა წარმოადგინეს ვიდეოპროექტები ქალთა სახეებზე, რომლებსაც საკმაოდ საინტერესო და შთამბეჭდავი ცხოვრებისეული ისტორია ჰქონდათ. პროექტები წარმოდგენილი იყო ვიდეო-რგოლებად, სადაც მოსწავლეებმა ფოტოებისა და შესაბამისი ვიდეოების გამოყენებით გვიამბეს წარმატებული ქალების მიღწევებზე. პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ჟურნალისტისა და მთავარი გმირის დიალოგი (როლური თამაში მოსწავლეების მონაწილეობით).
გაზაფხული შემოსულა
გაზაფხული შემოსულა ლენ. სსიპ ქალაქ ბათუმის 8 საჯარო სკოლის მე-2 ვ კლასის(დამრ. მაკა ჩიკაშუა) მოსწავლეები გილოცავთ გაზაფხულის შემობრძანებას. წარმოგიდგენთ რელიეფურ ნამუშევრებს. გისურვებთ მშვიდობას მთელს მსოფლიოში
"ერთიანობა მრავალფეროვნებისთვის".
3 დეკემბერი შშმ პირთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა.
8 ბ კლასი აგრძელებს
აქტიურ სასკოლო ცხოვრებას. ამ დღესთან დაკავშირებით დაიგეგმა სადამრიგებლო პროექტი "ერთიანობა მრავალფეროვნებისთვის".
პროექტის მიზანი :
პირველი ყვავილი
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მესამე კლასელებს ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე აგრომაღაზიის წარმომადგენლები ეწვივნენ.
ფლორისტებმა მინილექცია ჩაატარეს თემაზე ,,ყვავილოვანი მცენარეები."
ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა ნინო ქარჩავამ და ბავშვებმა ერთად დათესეს სხვადასხვა ყვავილის თესლი.
დაათვალიერეს მცენარეები და მათი ორგანოები. შეისწავლეს მცენარის აგებულება.
„შემოდგომის ფოტო ფესტივალი“
შემოდგომა-ნაზად მოხატული ფერთა გამაა,ჭრელა-ჭრულა ფოთოლთა ფარფატია, ცელქი სიოა, მოკრძელებული მზის მოალერსე სხივებია, ყვავილთა ჭკნობის სურნელით გაჟღენთილი ჰაერია,ზღვაა წითლად შეფერილი შეღამებისას, შარი-შურის ხმაა გათენებისას.
შემოდგომა? -ბუნების ფერთა ზეიმია.
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის VIII ბ კლასმა ეს გრნობა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში , შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს, თითოეული ადგილის თვალის შევლებისას შეიგრძნო. ეს საოცარი გრძნობა კი ფოტოებით ასახა და ჩვენამდე მოიტანა ვიდეო პროექტით - " შემოდგომის ფოტო ფესტივალი".
დამრიგებელი - ია ბლაგიძე
ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა სააღმზდელო ღონისძიება
✅სსიპ ქალაქ ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის VIII ა კლასში, (დამრიგებელი დიანა კაპანაძე), ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა სააღმზდელო ღონისძიება,რომელიც განხორციელდა კლასის სადამრიგებლო საათზე. აქტივობას ესწრებობა სსიპ მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკი ირმა ლომიძე.
✅აქტივობის მიზანი: ხელი შევუწყოთ ტოლერნტული საზოგადოების ჩამოყალებებას.
✅ მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, იმსჯელეს ტორენატობის მნიშვნელობაზე, გააკეთეს პრეზენტაციები , გამოიყენეს სხვადასხვა სახალისო აქტივობა, რაცამაც ხელი შეუწყო გაკვეთილი საინტერესო და შემეცნებითი ყოფილიყო თითოეული მოსწავლისათვის.
სტუმრად ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში.
მოსწავლეებს მასპინძლობა გაუწია ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, ქალბატონმა ლილი ჭყონიამ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს წიგნსაცავი, საბავშვო განყოფილება, ამერიკული კუთხე, მოინახულეს სამკითხველო დარბაზები.
გაიმართა საინტერესო დიალოგი. ქალბატონი ლილი პასუხობდა მოსწავლეთა შეკითხვებს.
ბავშვებმა გაიხსენეს მათი საყვარელი მწერლების ნაწარმოებები და წიგნის პერსონაჟები.
ბიბლიოთეკის ყველა განყოფილებაში დიდი სითბოთი და სიყვარულით ხვდებოდნენ პატარებს.
გვერდი 39 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







