მოსწავლეებს მასპინძლობა გაუწია ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, ქალბატონმა ლილი ჭყონიამ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს წიგნსაცავი, საბავშვო განყოფილება, ამერიკული კუთხე, მოინახულეს სამკითხველო დარბაზები.
გაიმართა საინტერესო დიალოგი. ქალბატონი ლილი პასუხობდა მოსწავლეთა შეკითხვებს.
ბავშვებმა გაიხსენეს მათი საყვარელი მწერლების ნაწარმოებები და წიგნის პერსონაჟები.
ბიბლიოთეკის ყველა განყოფილებაში დიდი სითბოთი და სიყვარულით ხვდებოდნენ პატარებს.







