19 ნოემბერი , ტოლერანტობის დღე
ქ.ბათუმის N8 საჯარო სკოლაში VIII ბ კლასის მოსწავლეებმა საინტერესოდ აღნიშნეს.
მოამზადეს ვიდეორგოლი თემასთან დაკავშირებით, დამრიგებლისა და მათი ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა
სკოლის სააქტო დარბაზში , სადაც შედგა ვიდეოს პრეზენტაცია სხვადასახვა კლასის მოსწავლეებისთვის,
გაიმართა
მსჯელობა ამ თემის ირგვლივ.
სტუმრად სკოლის ბიბლიოთეკაშო
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის III ე კლასის მოსწავლეები კლასის დამრიგებელ ნანა ზენაიშვილთან ერთად ეწვია სკოლის ბიბლიოთეკას. მოსწავლეებს გულთბილი შეხვედრა მოუწყო სკოლის ბიბლიოთეკარმა მარიამ ჭანტურიამ, რომელმაც ისაუბრა წიგნის მნიშვნელობაზე, გააცნო მათ ბიბლიოთეკის საბავშვო წიგნები. მოსწავლეებმა ბიბლიოთეკას გადასცეს მათ მიერ შედგენილი ხელნაკეთი წიგნები.
#16ნოემბერი, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა❣️
ამ დღესთან დაკავშირებით სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის VIII ბ კლასთან დამრიგებელმა ია ბლაგიძემ წინასწარ ჩაატარა შეხვედრა, შემდეგ დაგეგმეს მსგავსი საათის ჩატარება სამ სხვადასხვა კლასში, თუმცა ამჯერად შეხვედრის ჩატარება მოსწავლეებს დაევალათ, დავალებად ასევე ჰქონდათ ვიდეორგოლი სათაურით "ტოლერანტობა".
საერთაშორისო ტურნირი ფარიკაობაში
ერევანში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი ფარიკაობაში, სადაც სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ელენე თურმანიძემ (მე-7 ე კლასი) და ანანო ჯინჭარაძემ (მე-7 ვ კლასი) დაიკავეს მესამე ადგილები. 🥉🎉
მწვრთნელი თინათინ ბოლქვაძე 🤺🎉
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ ბათუმის ხელოვნების მუზეუმს და ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის IIვ კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ბათუმის ხელოვნების მუზეუმს და ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს. მოსწავლეებმა მუზეუმებში დაათვალიერეს კერამიკული ნამუშევრების გამოფენა, ქართველი მხატვრების ფერწერული ტილოები, ასევე იხილეს იმ ცხოველებისა და ფრინველების ფიტულები, რომლებიც აჭარის რეგიონში ბინადრობენ.
კლასის დამრიგებელი - მაკა ჩიკაშუა.
„მოგზაურობა ჯადოსნურ სამყაროში"
ბათუმის მე-8 საჯარო სკოლას, მაგრამ ახლა უკვე მესამე კლასის აღსაზრდელებს უმასპინძლა.
პოსტერების საერთაშორისო კონკურსი
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-11 ,,ე" კლასის მოსწავლე თამუნა დუმბაძემ სამოქალაქო განათლების პოსტერების საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა.
სამოქალაქო განათლების მასწავლებელი - მაკა ხინთიბიძე.
გვერდი 40 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







