ამინდის პროგნოზი

ბმულები

ამერიკულ კუთხეში მარტის თემას ბათუმის N8 საჯარო სკოლის VIII ბ კლასი შეუერთდა. თინეიჯერებმა წარმოადგინეს ვიდეოპროექტები ქალთა სახეებზე, რომლებსაც საკმაოდ საინტერესო და შთამბეჭდავი ცხოვრებისეული ისტორია ჰქონდათ. პროექტები წარმოდგენილი იყო ვიდეო-რგოლებად, სადაც მოსწავლეებმა ფოტოებისა და შესაბამისი ვიდეოების გამოყენებით გვიამბეს წარმატებული ქალების მიღწევებზე. პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ჟურნალისტისა და მთავარი გმირის დიალოგი (როლური თამაში მოსწავლეების მონაწილეობით).

ისტორიები შემდეგ ქალ-გმირებზე იყო: დიანა გოლდენი-მოთხილამურე მარია მონტესორი - განმანათლებელი რიგობერტა მენჩუ - აქტივისტი სარა ბერნჰარდტი - მსახიობი
მასწავლებელი ია ბლაგიძე

Grade VIIIb of Batumi Public School N8 joined the theme of March in the American Corner. Teenagers presented video projects on the faces of women who had quite an interesting and impressive life story. The projects were presented in a video,where students told us about women’s achievements using photos and relevant videos. An important part of the project was the dialogue between the journalist and the main character (with the participation of students). Stories were about Diana Golden -Skier with one leg Maria Montessori -Educator Rigoberta Menchu -Activist Sara Bernhardt -Actress  
Teacher Ia Blagidze

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.