პედაგოგი მაკა ხინთიბიძე
8 ოქტომბერს, სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-10კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგი მაკა ხინთიბიძე, სამოქალაქო განათლების პოპულარიზაციისა და საზოგადოებაში არსებული პრობლემების პრევენციის მიზნით, მოაწყვეს პერფორმანსი.
ჩანახატი - "მასწავლებელი ჩემთვის"
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის VIII ბ კლასის დამრიგებელი ია ბლაგიძე და მისი მოსწავლეები , სადამრიგებლო აქტივობით ჩანახატი მასწავლებელზე, სათაურით "მასწავლებელი ჩემთვის", დიდი სითბოთი, სიყვარულითა და გულწრფელი სურვილებით მოგილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს.
თეატრი ბერძნული სიტვაა და ნიშნავს სანახაობისთვის განკუთვნილ ადგილს.
თეატრი, ისევე როგორც ხელოვნების სხვა დარგები, მჭიდროდაა დაკავშირებული ხალხის ყოფაცხოვრებასთან, მის ისტორიასთან და კულტურასთან.
სანახაობრივი ხელოვნების ეს დარგი მრავალ მიმართულებას აერთიანებს: ლიტერატურას, ქორეოგრაფიას, მუსიკას, სახვით ხელოვნებას... სწორედ, ამიტომ, თეატრი სინთეზური ხელოვნებაა.
სწორად გაიაზრეს და წარმოადგინეს თემის " ნეტავ იქ თეატრი არის?!'' პრეზენტაცია სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის Vგ კლასის მოსწავლეებმა.
Vგ კლასის დამრიგებელი - ლუბა ბრეგვაძე.
მუსიკის მასწავლებელი - ვენერა ლოსაბერიძე.
ვულოცავთ VII ბ კლასის (დამრ. ია ბლაგიძე) მოსწავლე- ელენე მოსიძეს მიღწეულ წარმატებას🏆
საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირი აჯილდოებს მას ლიტერატურულ კონკურსში "ნუშების თოვლი" აქტიური მონაწილეობისათვის.
ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის დებატების კლუბის წარმატება
,,მოგესალმებით, მინდა გაცნობოთ, რომ ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის დებატების კლუბის გუნდმა წარმატებას მიაღწია რეგიონალურ ტურნირზე და ძალიან მალე იასპარეზებს ნაციონალურ ტურნირში.
ვულოცავთ გუნდის წევრებს ანა მალაყმაძეს, ანა ბერიძესა და ლიზა ხინიკაძეს ამ წარმატებას. ვუსურვებთ ღირსეულ ოპონირებას. ❤
ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის დებატების კლუბი, პროექტის ფარგლებში #DebatesforBetterEducation, ერთი სასწავლო წელია რაც აქტიურად მუშაობს. კლუბის მუშაობამ ნათლად დაგვანახა, რომ არაფორმალური განათლება განათლების მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.
🎭🎶🎭 პანტომიმა და მუსიკა
სწორად გაიაზრეს და წარმოგვიდგინეს თემა ჩვენი სკოლის V-ე და V-გ კლასის მოსწავლეებმა.
მადლობა თითოეულ მათგანს.
მუსიკის მასწავლებელი ვენერა ლოსაბერიძე.
გვერდი 41 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







