სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის V ა კლასის მოსწავლეებმა (დამრ. თეონა ფარსენაძე) მონაწილეობა მიიღეს ტვინების ბრძოლაში
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის V ა კლასის მოსწავლეებმა (დამრ. თეონა ფარსენაძე) მონაწილეობა მიიღეს ტვინების ბრძოლაში. წარმატებით გაიარეს პირველი ტური ამავე სკოლაში (ხელმძღ. რუსლან ბერიძე), მეორე ტური სასტუმრო ლეგენდაში, მესამე ტური ანუ ფინალი კი - ქართულ-ამერიკულ სკოლაში.
ჩემპიონატის ფინალში წარმატებით იასპარეზეს მოსწავლეებმა: ლ. მეფარიძემ, თ. აბულაძემ, ს. ბასილაძემ, ლ. დიასამიძემ და დ. ხუნდაძემ. ეს მოსწავლეები გაზაფხულის სეზონი 2023 - დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებითა და ფულადი ვაუჩერებით.
დედამიწის დღე
სსიპ-ქალაქ ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის დაწყებითი პირველი საფეხურის მოსწაბლეებმა აღნიშნეს 22 აპრილი დედამიწის დღე.ყველა კლასში ჩატარდა სხვადასხვა სახის აქტივობა თემაზე დედამიწა ჩვენი სახლია,მოეწყო ნახატების კონკურსი, ასევე ასფალტზე ხატვა, მოამზადეს პროექტები,პრეზენტაციები, შეასრულეს ლექსები, დაწერეს თემები დედამიწა დედაა ჩვენი, მას გაფრთხილება სჭირდება,ჩაუტარდათ საუბრები,წაუკითხეს სხვადასხვა საბავშვო მოთხრობები როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას.ამ დღემ სკოლაში სასიამოვნოდ ჩაიარა.ეს დღე სკოლის ყველა კლასმა (1-6) აღნიშნა.
დაწყებითი პირველი საფეხურის კათედრა.
14 აპრილი დედაენის დღეა!
სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის I-VI კლასის მოსწავლეებს დედაენის კვირეულის ფარგლებში (11-18.04) ჩაუტარდათ კონკურსები: კალიგრაფიაში, მხატვრულ და გამომეტყველებით კითხვაში, 18 აპრილს კი კვირეულის ბოლო დღეს კონკურსი - საუკეთესო ნახატების გამოსავლენად. კვირეულს ხელმძღვანელობდა დაწყებითი საფეხურის კლასების კათედრა.
პრეზენტაცია - თემაზე "My breakfast"
ქ. ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-4 ბ კლასმა (ინგლისური ენის პედაგოგი ნანა მალაყმაძე) მოამზადა პრეზენტაცია - "My breakfast".
ქ. ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-6 გ კლასის მოსწავლეებმა ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვივნენ.
მუზეუმში - "ბორღალო" წარმოდგენილია აჭარის რეგიონისათვის დამახასიათებელი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობათა მაკეტები, ხალხური რეწვის დარგები, აგრარული მეურნეობა, ყოფითი ცხოვრება (ფოლკლორული სიმღერის თანხლებით) და სხვა. აქ თქვენ შეხვდებით მანეკენებს შრომითი საქმიანობის, ასაკისა და ხასიათის გათვალიწინებით. ასევე წარმოდგენილია მუზეუმის დამფუძნებლის, ქემალ თურმანიძის ხეზე კვეთილობის ნაკეთობანი, რომლებმაც მოიპოვეს არაერთი საერთაშორისო აღიარება.
,,მცირედი შესაწირი ჩვენი დიდი გულებით".
ქ. ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-6გ კლასის მცირედი შესაწირი ფერიის წმინდა მატათა მოციქულის სახ. გიმნაზიას.
საგანმანათლებლო პროგრამა - "პეიზაჟი"
ქ. ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-6-გ კლასმა (დამრიგებელი ნანა მალაყმაძე) მონაწილეობა მიიღო აჭარის მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში - "პეიზაჟი".
აჭარის მუზეუმის ადმინისტრაციამ მოსწავლეებს სერთიფიკატები გადასცა.
სკოლა მათ მადლობას უხდის თანამშრომლობისთვის.
გვერდი 34 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







