რეზენტაცია ჯუზეპე ვერდის შემოქმედებასთან დაკავშირებით
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-7 ვ (დამრ. ვენერა ლოსაბერიძე) კლასის მოსწავლეებმა, ჯუზეპე ვერდის შემოქმედებასთან დაკავშირებით მოამზადეს პრეზენტაცია.
მათ მსმენელს გამოჩენილ იტალიელ კომპოზიტორზე ინფორმაცია გააცნეს და ასევე ჯუზეპე ვერდის ოპერიდან ცნობილი მუსიკალური მომენტებიც მოასმენინეს.
საგანმანათლებლო პროგრამა " სახალისო არქეოლოგია ".
#საგანმანათლებლოპროგრამა
#სახალისოარქეოლოგია
#მოდითმუზეუმში
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-3 ბ (დამრ. ნათია ცინცაძე) კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ საგანმანათლებლო პროგრამა " სახალისო არქეოლოგია ".
🏺🏺🏺🏺🏺🏺
პროგრამა ჩაატარა ექსპოზიციის სამსახურის უფროსმა იზოლდა დუმბაძემ
პრეზენტაცია თემაზე ,,მუსიკა დრამატულ თექტრში"
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-5 ზ (დამრ. ნათია გუმბერიძე) კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე ,,მუსიკა დრამატულ თექტრში". განიხილეს რა არის მუსიკა თეატრისთვის.
მუსიკის მასწავლებელი ნინო ჯიჯეიშვილი.
ბათუმის N8 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე ორიგინალურად აღნიშნეს
VII ბ კლასელები და მათი დამრიგებელი ია ბლაგიძე #დედამიწისდღეს შემდეგი აქტივობით ჩაერთო-
🚴🚴🚴🚴🚴
"ნაკლები გამონაბოლქვი, ჯანსაღი ცხოვრებისა და მეტი სუფთა ჰაერისთვის"
🌏🌳🚴🚴🏻♀️🚴🚴🏻♀️🚴🌲🌏
პროექტი "ცოცხალი შესრულებით"
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის - ბულინგის, ასევე, ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის და სოციალური უნარ-ჩვევების გაძლიერების პროექტი "ცოცხალი შესრულებით " აქტიურ ფაზაშია" მე-7 ბ კლასელების ჩართულობით.
პროექტს წარმართავს დამრიგებელი ია ბლაგიძე და ფსიქოლოგი თეონა შანთაძე
წიგნის საერთაშორისო დღეს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებას მერვე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ
წიგნის საერთაშორისო დღეს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებას მერვე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ, პედაგოგი ნათია ცინცაძე.
მესამე კლასის მოსწავლეებმა ცნობილი იტალიელი საბავშვო მწერლის ჯანი როდარის შემოქმედებასა და ცხოვრებაზე პრეზენტაცია წარმოადგინეს. მწერლის ცნობილი ზღაპრიდან "ჯელსონმინო ცრუთა ქვეყანაში" რამდენიმე ეპიზოდი დიორამებისა და ხმოვანი ანიმაციის სახით წარმოადგინეს, რაც ჩვენთვის, ბიბლიოთეკარებისთისაც საინტერესო აღმოჩნდა.
დღევანდელი ღონისძიების ყველაზე საინტერესო ნაწილი ზღაპრის გმირებთან ინტერვიუ აღმოჩნდა - მოსწავლეებმა რესპონდენტისა და ჟურნალისტების როლები გადაინაწილეს და დეტალურად იმსჯელეს პერსონაჟების უცნაურ ხასიათებსა და ქმედებებზე.
22 აპრილი დედამიწის დღეა!
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის I-ვ (დამრ. მაკა ჩიკაშუა) კლასის პატარებიც შეუერთდნენ ამ მსოფლიო დღესასწაულს. უყურეს საინფორმაციო ვიდეორგოლს დედამიწის შესახებ. "დედამიწას სიყვარული ატრიალებს, მატარებმაც დიდი სიყვარულით და მონდომებით თავად დაამზადეს პოსტერები დედამიწის, დედაბუნების დასაცავად. დედამიწა ჩვენი სახლია!
გვერდი 43 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







