VII ა კლასი ყველა ბავშვს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!👧👦
აღნიშნული კლასის მოსწავლეებმა სკოლის ცენტრალურ შესასვლელში ასფალტი მოხატეს. ბუშტებითა და საზეიმო განწყობით შეხვდნენ მოსწავლეებს და მიულოცეს დღევანდელი დღე.🌍
✅აქტივობის მიზანია ვიზრუნოთ ბავშვების დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
ბავშვთა დაცვის დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მხიარული და ბედნიერი ბავშვობა უნდა ჰქონდეს ყოველ ბავშვს!
მე-7 ა კლასის დამრიგებელი 👩🏫 დიანა კაპანაძე
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის დღე!
ყველა ბავშვს ვულოცავ ამ დღეს. თქვენი ყველა უფლება ყოფილიყოს დაცული. გქონოდეთ ბედნიერი და ნათელი მომავალი. დაწყებითი პირველი საფეხურის სასწავლო ნაწილი - ნინო გოგოლიშვილი.
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლა.
"ჩემი საქართველო აქ არის"
საქართველო-მრავლჭირვარამგადანახადი, საფერებელი, საამაყო და საფიცარია თითოეული ქართველისთვის. დღეს ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული დღე - 26 მაისია.
🇬🇪სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის VII ბ კლასის მოსწავლეები და დამრიგებელი ია ბლაგიძე გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს🇬🇪
პატრიოტული სულისკვეთებით აჭიკჭიკებული ხმატკბილი გოგო-ბიჭები, ახალშენის ფერიცვალების ულამაზესი ტაძრის ზღაპრული გარემოდან გილოცავთ 26 მაისს-🇬🇪საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს🇬🇪
ვიდეორგოლი სახელწოდებით "ჩემი საქართველო აქ არის" მოამზადა კლასის დამრიგებელმა- ია ბლაგიძემ.
სიმღერა დაამუშავა -ამირან ანთაძემ.
ექიმობის იმპროვიზაცია
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-4 გ კლასის მოსწავლეებმა (დამრ. ლია ორაგველიძე) ინგლისური ენის გაკვეთილზე ტექსტის მიხედვით საკლასო ოთახში დადგეს მონო სპექტაკლი.
ინგლისური ენის მასწავლებელი - ნანა მალაყმაძე.
ინგლისური ენის გაკვეთილი
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-4 დ კლასის მოსწავლეებმა ინგლისურის ენის გაკვეთილზე უყურეს პინოქიოს და შემდეგ გააკეთეს ანალიზი ტექსტის შესახებ.
ინგლისური ენის მასწავლებელი - ნანა მალაყმაძე.
One interesting lesson in the nature...
ერთი საინტერესო გაკვეთილი ბუნებაში...
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-3 ვ კლასის (დამრ. ლია ჯორბენაძე) მოსწავლეებმა მოისმინეს მასალით გათვალისწინებული ტექსტი (ტელეფონის საშუალებით), კლასის უმრავლესობამ მიხვდა ტექსტის შინაარსი, დაისწავლა ახალი სიტყვები და შეძლო გამეორება.
ინგლისური ენის მასწავლებელი - ნანა მალაყმაძე.
საქველმოქმედო აქცია სათაურით" სიკეთე გადამდებია"
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის VII ბ კლასელები და მათი დამრიგებელი ია ბლაგიძე გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს❣️ დამრიგებელმა მშობლებისა და მოსწავლეების ჩართულობით გამართა საქველმოქმედო აქცია სათაურით" სიკეთე გადამდებია". ისინი დაეხმარა ქუჩაში მდგარ მოხუც ბებოებს.
"სიკეთე გადამდებია", აკეთეთ სიკეთე, მიიღეთ დალოცვა და ბედნიერი ცრემლები...
ჩაერთეთ აქციაში #სიკეთეგადამდებია
გვერდი 42 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







