ინგლისურის კლუბი “The Best and The Brightest”
ჩვენს სკოლაში ინგლისურის კლუბი “The Best and The Brightest” იწყებს აქტიურ მუშაობას. კლუბი მე-9 კლასის მოსწავლეების ბაზაზე გაიხსნა და მიზნად ისახავს მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებასა და სასაუბრო უნარების განმტკიცებას. დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე
#მოდიმუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამა.
2022 წლის 12 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში ჩატარდა ახალი ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა: ,,ქართველი მგოსნები ბუნების შესახებ”. პროგრამაში მონაწილეობა მიიღო ქალაქ ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის IV ა კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგი ნინო ქარჩავა.
პროგრამის მიზანია: მოზარდ თაობაში ქართული პოეზიისა და ბუნებისადმი სიყვარულის ჩანერგვა.
ბუნების დაცვისათვის ზრუნვის სურვილის გამოწვევა.
ინტელექტუალური კონკურსის ,,ტვინების ბრძოლა"
25 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ბათუმის მე-8 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კონკურსის ,,ტვინების ბრძოლის" შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა. მასში 2 ასაკობრივი კატეგორიის (მე-7, მე-8) და (მე-9, მე-10, მე-11) გუნდები მონაწილეობდნენ. გამარჯვება კი 2- მა გუნდმა მოიპოვა. ესენი არიან მე-8 ვ კლასის გუნდი ,,ლაბირინთი" და მე-11 დ კლასის გუნდი ,,ფრანციუმი". მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ და თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს. მე-8 ვ კლასის დამრიგებელი ნანა პაპუნიძე და მე-11 დ კლასის დამრიგებელი ირინა წიწაშვილი. პროექტი ორგანიზაცია brains.ge- ს ინიციატივით ხორციელდება. სასკოლო ტურს ორგანიზება გაუწია მე-8 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა დიანა კაპანაძემ.
მოგესალმებით, წარმატებულ წელს გისურვებთ!
სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის IX ბ კლასის სადამრიგებლო პროექტი - "პროფესია -მასწავლებელი", კლასის მაქსიმალური ჩართულობით, ძალიან სასიამოვნო და საინტერესო ვიდეო-რეპორტაჟი, ამ პროფესიის ხიბლსა და უნიკალურობაზე❣
მე-10 კლასის მოსწავლეებმა შსს სასაზღვრო პოლიციის #1 განყოფილებაში გაიარეს სამხედრო წვრთნები.
სამოქალაქო განათლების მასწავლებელი - მაკა ხინთიბიძე.
მე- 3 ზ კლასის(დამრ. ვერა მჟავია) მოსწავლეები ეწვივნენ ბორჯღალოს ეთნოგრაფიულ მუზეუმს
ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის მე- 3 ზ კლასის(დამრ. ვერა მჟავია) მოსწავლეები ეწვივნენ ბორჯღალოს ეთნოგრაფიულ მუზეუმს, სადაც დაათვალიერეს ჩვენი კუთხის, ორი საუკუნის წინანდელი ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება და ტრადიციები. მადლობა მუზეუმის დამფუძვნებელს ბატონ ქემალ თურმანიძეს, რომელმაც ერთ სივრცეში მოათავსა და თვალწინ გადაგვიშალა წარსული და მნახველებს აოცებს თავისი ხელით დამზადებული მანეკენებითა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით. ბავშვები კმაყოფილები და ემოციებით დახუნძლულები წამოვიდნენ მუზეუმიდან.
გვერდი 36 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







