ბათუმის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მე-10 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ქ.ბათუმის საქალაქო სასამართლოს
ქ. ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ქ.ბათუმის საქალაქო სასამართლოს,სადაც გაეცვნენ საქმის განხილვისა და წარმოების პროცესს. მასწავლებელი - მაკა ხინთიბიძე.
თენგიზ მორჩილაძის სახელობის ღია პირველობა ბათუმის სპორტის სასახლეში
3-5 ივნისს რაპირით ფარიკაობაში გაგრძელდა და ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები, 2009 -2011წწ დაბადებულ გოგონათა შორის - ანანო ჯინჭარაძე ტურნირის გამარჯვებული, ხოლო ელენე თურმანიძე მე -III საპრიზო ადგილის მფლობელები გახდნენ. ვულოცავთ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს თინათინ ბოლქვაძეს ამ წარმატებას და მორიგ წინსვლას ვუსურვებთ. ტურნირის მესამე დღეს დაშნით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ ხატია ხილაძე და გურანდა აბულაძე, ხოლო ვერცხლის მედალი ანრი მუკუტაძე ხვდა წილად.
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში აღინიშნა 1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში აღინიშნა 1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. საზეიმო ღონისძიებაზე პატარებმა სკოლის სააქტო დარბაზში წარმოთქვეს ლექსები, შეასრულეს არაერთი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, სოლიდარობის ნიშნად იმღერეს უკრაინულ ენაზე. სცენაზე შესრულდა უკრაინული ცეკვა (პიდმანულა).
ღონისძიებას ამშვენებდა ორკესტრი, შესრულდა ცალკეული მუსიკალური კომპოზიციები სხვადასხვა ინსტრუმენტებზე. ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოებაზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. მონაწილეობდნენ: მე-2, მე-3 და მე-4 კლასელი მოსწავლეები.
ღონისძიების ხელმძღვანელი დირექტორის მოადგილე ნინო გოგოლიშვილი.
ბავშვთა დაცვის დღე
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის, ხელოვნების კლუბი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს!
(დამრ. ნინო ქარჩავა) მოსწავლეებმა მოინახულეს გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრე
ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზანია მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბება; მისი აუცილებელი ცოდნით აღჭურვა და მათში კულტურულ ფასეულობათა პატივისცემის გრძნობის გაღვივება.
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-3 ა კლასის მოსწავლეები (დამრ. ნინი ქარჩავა).
გვერდი 37 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







