ხორვატიის დედაქალაქში EFC Circuit U14 -ის ეგიდით მიმდინარე 25th Rapir Cup -ზე, რაპირაში გუნდური შეჯიბრება გაიმართა.
ხორვატიის დედაქალაქში EFC Circuit U14 -ის ეგიდით მიმდინარე 25th Rapir Cup -ზე, რაპირაში გუნდური შეჯიბრება გაიმართა.
🤺 გოგონათა შორის შერეულმა გუნდებმა იასპარეზეს. პირველი ადგილი ქართველი და კვიპროსელი მოფარიკავეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა მოიპოვა.
ბათუმის N8 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები მოლაშქრე გიდების საქმიანობას გაეცნენ
დღეს, 22 მარტს, ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის IV ა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ნინო ქარჩავა) აჭარის მოლაშქრე გიდების ასოციაციას უმასპინძლა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა აქტიური ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ლაშქრობისა და კემპინგის კულტურის დამკვიდრებას მოზარდებში.
ჩატარდა აქტივობები:
სასკოლო პროექტი - „მოვიარე საქართველო“
ამა წლის 16 თებერვალს, ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში, საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის მიერ გამოცხადებულ კვირეულის ფარგლებში განხორციელდა სასკოლო პროექტი - „მოვიარე საქართველო“. პროექტი მიზნად ისახავდა: მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, პატრიოტული სულისკვეთების, დემოკრატიული პრინციპებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას. პროექტში მონაწილეობა მიიღეს მე-5 კლასის მოსწავლეებმა, რომლებმაც წარმოადგინეს საქართველოს თითოეული კუთხე, მისი ღირშესანიშნაობები, ტრადიციები, ფოლკლორი, სამზარეულო და ა.შ. პროექტს ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის თავმჯდომარე-მაკა ხინთიბიძე.
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ჩატარდა აქტივობები - ,,ვკითხულობთ ,,ვეფხისტყაოსანს"
საჯარო კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ჩატარდა აქტივობები - ,,ვკითხულობთ ,,ვეფხისტყაოსანს". კითხულობენ: II, V, VI, VII, X და XI კლასის მოსწავლეები მშობლიურ და უცხოურ ენებზე.
"ანიმაციური პერსონაჟები"
2022 წლის 29 დეკემბერს ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მოეწყო VIIგ კლასის მოსწავლის ელენე ძნელაძის პერსონალური გამოფენა თემაზე -"ანიმაციური პერსონაჟები".
წარმატებებს ვუსურვებთ ელენეს!
"ბასას თასი"-ს და U-14 ევროპის თასის გათამაშება
26-27 ნოემბერს თბილისში, სპორტკომპლექს " არენა 2"-ში, რაპირით ფარიკაობაში "ბასას თასი"-ს და U-14 ევროპის თასის გათამაშება ჩატარდა, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოფარიკავეებთან ერთად სომხეთისა და თურქეთის წარმომადგენლებიც ასპარეზობდნენ. ტურნირის პირველ დღეს U-14 შორის ევროპის თასის გამარჯვებული ბათუმის N8 საჯარო სკოლის VIII-ვ კლასის მოსწავლე, მოფარიკავე ანანო ჯინჭარაძე გახდა, ხოლო ასევე ბათუმელი ელენე თურმანიძე მეორე ადგილს დაეუფლა. ტურნირის მეორე დღეს U-17 შორის ,,ბასას თასის" მფლობელი ანანო ჯინჭარაძე გახდა.
ვულოცავთ, სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელს თინათინ ბოლქვაძეს ამ გამარჯვებას და მორიგ წარმატებებს ვუსურვებთ.
გვერდი 35 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







